მსოფლიოnews

ესპანეთში ძვირადღირებული წითელი ღვინით ქარხანა დაიტბორა (ვიდეო)

ესპანეთის ქალაქ ვილიამალეას ღვინის ქარხანაში ლითონის ცისტერნის დაზიანების შედეგად 50 000 ლიტრი ძვირადღირებული ღვინო დაიღვარა. ინფორმაციას გამოცემა LAD Bible-ი ავრცელებს.

თანამშრომლებმა ვერაფრით შეძლეს ღვინის ნიაღვარის შეჩერება. მათ მხოლოდ ვიდეოს გადაღება მოახერხეს, სადაც ჩანს, როგორ იტბორება უმაღლესი ხარისხის ღვინით ქარხნის ტერიტორია.

ესპანეთი პირველი ქვეყანა არ არის ევროპაში, სადაც „ღვინის ამოფრქვევა“ მოხდა. მსგავსი ისტორია 2018 წელს იტალიელებსაც შეემთხვათ. მაშინ ფონტანელეს ღვინის ქარხანაში (ტრევიზოს პროვინცია)  ცისტერნა აფეთქდა და 30 000 ლიტრი თეთრი შუშხუნა ღვინო დაიღვარა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close