ლიტერატურა/წიგნებიnewsსაბერძნეთი

ბერძნულ ენაზე გამოიცა „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“

ბერძნულმა გამომცემლობა Vakxikon Publishing Group-მა ბერძნულ ენაზე გამოსცა „ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგია“. ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

ანთოლოგია საქართველოს მწერალთა სახლის თანადგომით დაიბეჭდა, შემდგენელი და წინასიტყვაობის ავტორია შოთა იათაშვილი, ხოლო თარგმანი ელინისტ სოფიო შამანიდის ეკუთვნის.

„ახალგაზრდა ქართველი პოეტების ანთოლოგიაში“ შესულია დიანა ანფიმიადის, გიორგი არაბულის, ბექა ახალაიას, ნინი ელიაშვილის, დათო ყანჩაშვილის, გიორგი კეკელიძის, ზაზა კოშკაძის, ნიკა ლაშხიას, ლია ლიქოკელის, გიო ლომიძის, ალექსანდრე ლორთქიფანიძის, სალომე ბენიძის, ერეკლე დეისაძის, პაატა შამუგიას, გიორგი შონიას, ზურა ჯიშკარიანის, თორნიკე ჭელიძის, ალექს ჩიღვანიძის და გიორგი ჩუთლაშვილის ლექსები.

https://www.youngpoets.eu/anthologia-neon-georgianon…/

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ამავე გამომცემლობამ, საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით, ბერძნულ ენაზე დასტამბა ბესიკ ხარანაულის პოემა „ხეიბარი თოჯინა“, რომელიც ინგლისურენოვანი ვერსიიდან ბერძენმა პოეტმა პინელოპი ზალონიმ (Πηνελόπη Ζαλώνη) თარგმნა. პოემის ბერძნულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია 31 ივლისს გაიმართა ათენში, საქართველოს საელჩოში.

უახლოეს მომავალში საქართველოს მწერალთა სახლისა და გამომცემლობა Vakxikon Publishing-ის თანამშრომლობით კიდევ ერთი გამოცემა იგეგმება ბერძნულ ენაზე – წიგნი საქართველოს დედაქალაქ თბილისზე.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close