საზოგადოებასაქართველო

ბაჩალიაშვილის საქმის რა ვიდეოჩანაწერები აჩვენა პროკურატურამ ჟურნალისტებს

„როცა ტყეში ამოვლენ და ჩემს ცხედარს ნახავენ...“

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 18 სექტემბერს ექსპერტიზის დასკვნა გაასაჯაროვა. როგორც უწყებაში განაცხადეს, 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაციაა.

ამასთან, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა ამირან გიუაშვილმა განაცხადა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიერ გავრცელებული ე. წ. სატელიტების ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც, მისივე თქმით, შესაბამისი ექსპერტიზით დადასტურდა.

გენერალურ პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ მედიის წარმომადგენლებს აჩვენეს ვიდეოკადრები და მოასმენინეს აუდიოჩანაწერები, სადაც, პროკურატურის მტკიცებით, ახალგაზრდა პროგრამისტი გარდაცვალებამდე ნახევარი წლით ადრე საუბრობს თვითმკვლელობის სურვილზე.

როგორც Report.ge-ს ჟურნალისტი სალი კაპანაძე იხსნებს, თამარი თავის მოკვლაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ სუიციდის ხერხი და მეთოდი იცოდა, თუმცა მშობლების და განსაკუთრებით ძმის რეაქციის ეშინოდა. მას ეცოდებოდა ოჯახის წევრები და ამბობდა: „რატომ უნდა იცხოვრონ ამ სიმწარით?!“

მისი თქმით, ვიდეოში ერთ-ერთი ასეთი ფრაზა იყო – „არ მინდა, ჩემი ოჯახი ცუდ მდგომარეობაში ჩავაყენო, როცა მათ მოუწევთ ტყეში ამოსვლა და ჩემი ცხედრის ნახვა“. 

ბაჩალიაშვილი ამბობდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა თვითმკვლელობა თავიდან აეცილებინა, მაგრამ თუ ამას მაინც იზამდა, ის წინასწარ უხდიდა ოჯახს ბოდიშს.

ვიდეოში თამარი, ასევე, ამბობს, რომ ნანობს, რადგან 2012 წელს დაწყებული საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა, ვინაიდან სუსტი იყო და ძალა არ ეყო დაწყებულის ბოლომდე მისაყვანად.

report.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close