საზოგადოებასაბერძნეთი

ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის კუნძულ კრეტასთან

დაახლოებით 2 სთ-ის წინ, ადგილობრივი დროით 19:30 სთ-ზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა საბერძნეთის კუნძულ კრეტის სიახლოვეს. გეოდინამიკის ინსტიტუტის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 5,3 მაგნიტუდას აღემატებოდა.

მიწისძვრის კერის სიღრმე (ე. წ. ფოკალური სიღრმე) 40,5 კმ იყო, ხოლო ზუსტი ეპიცენტრი ირაკლიონიდან სამხრეთით, ზღვაში მდებარეობდა, არვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 20 კმ-ის დაშორებით.

თავის პირველ ჩანაწერში ევროპა-ხმელთაშუაზღვის ინსტიტუტმა მიწისძვრის სიმძლავრე 5,7 მაგნიტუდით შეაფასა, თუმცა შემდეგ მონაცემი 5,3-მდე შეამცირა.

კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა გასულ ღამით, დაახ. 3-ის ნახევარზე კრეტის სიახლოვეს. მისი სიმძლავრე რიხტერის სკალით 4,1 მაგნიტუდა იყო, ფოკალური სიღრმე კი – 10 კმ.

ამ რეგიონში ადრე, მთელი 6 თვის განმავლობაში აქტიური სეისური ქმედებები შეინიშნებოდა მიწისქვეშა  ბიძგებით, რომელთა სიმძლავრე საშუალო ან მაღალი იყო, რიხტერის სკალით 6,6 ბალამდე. განსაკუთრებით „დატვირთული“ იყო ამ მხრივ მიმდინარე წლის აპრილი. შემდეგ ამ ზონაში სეისმური აქტიურობა შემცირდა და ელინური რკალის მეორე ნაწილში გადაინაცვლა – კუნძულების, ზაკინთოსისა და კეფალონიისკენ, სადაც ყოველდღიურად 4 მაგნიტუდამდე სიმძლავრის დაახლოებით 50 მიწისქვეშა ბიძგი ფიქსირდება.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close