ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 24-30  აგვისტო

24-იდან 30 აგვისტოს ჩათვლით მზარდი მთვარის პერიოდია. ეს კვირა მნიშვნელოვანია საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად.  კოლეგებთან ერთად გუნდურად უნდა იმუშაოთ. კომუნიკაციამ შეიძლება კარგ შედეგებამდე მიგიყვანოთ. მოერიდეთ კონფლიქტებს, დავებს და  ნაძლევების დადებას. ფინანსურ საკითხებში უკეთესი იქნება, თუ თავს შეიკავებთ და დაუგეგმავ შესყიდვებს მოერიდებით.

 

ვერძი

ამ კვირაში სწრაფად უნდა მოაგვაროთ ძველი საქმეები: დაასრულოთ პროექტები, სასწრაფოდ გადაიხადოთ დავალიანება. არაერთი საქმიანი ვიზიტი გელოდებათ, მაგრამ უმჯობესია კოლეგასთან რომანი არ გააგრძელოთ.

სასიკეთო დღეები: 26, 29

არასასიკეთო დღე: 24

 

კურო

სამსახურში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კოლეგების მხარდაჭერა დაგაკარგვინოთ და საქმიანი კონტაქტები გაართულოს. საკუთარ თავს დაეყრდენით, მაგრამ რჩევებს მოუსმინეთ. შეგიძლიათ სამუშაო გამოიცვალოთ,  ახალი პოზიცია მაცდურ პერსპექტივებს გთავაზობთ.

სასიკეთო დღეები: 24, 29

არასასიკეთო დღე: 26

 

ტყუპი

სასურველი თანამდებობის დაკავების შანსი გაგიჩნდებათ და ხელმძღვანელობა, ბოლოს და ბოლოს, ყურადღებას მიაქცევს თქვენს შრომას. ოჯახში შესაძლებელია გარკვეული პრობლემები: ჩხუბი, გაუგებრობა. მთავარია ზედმეტი არაფერი თქვათ, მერე მის გამოსწორებას დიდი დრო დასჭირდება.

სასიკეთო დღეები: 28, 29

არასასიკეთო დღე: 24

 

კირჩხიბი

ბევრი ახალი პასუხისმგებლობა გექნებათ, მაგრამ ისინი თქვენთვის სასიამოვნო იქნება, თავად მიისწრაფვით ამისკენ. კარგი იქნება, თუ არ შეცვლით გადაწყვეტილებას საქმეზე, რომელიც დაიწყეთ, მაშინაც კი, თუ ახლობლები ცდილობენ, მის შეცვლაზე დაგიყოლიონ.

სასიკეთო დღეები: 28, 30

არასასიკეთო დღე: 25

 

ლომი

კარგი დროა შეცვალოთ სამუშაოს მიმართ მიდგომა და ხელფასის მომატება მოითხოვოთ. ნუ გადაერთვებით წვრილმანებზე და კონფლიქტებს მოერიდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს უსიამოვნო შედეგები მოჰყვება. სავარაუდოდ, შესაძლებელია შეხვედრა ძველ სიყვარულთან.

სასიკეთო დღეები: 26, 30

არასასიკეთო დღე: 25

 

ქალწული

შეეცადეთ შეცდომები არ დაუშვათ დოკუმენტებთან მუშაობის დროს. ყურადღებით იყავით და საფუძვლიანად შეამოწმეთ შესრულებული სამუშაო. ახალი საქმის დაწყება რეკომენდებული არ არის. ყველა კოლეგა არ არის თქვენდამი სიმპათიით გამსჭვალული. ეს გაითვალისწინეთ, როდესაც თქვენი გეგმების სხვებისთვის გაცნობას დააპირებთ.

სასიკეთო დღეები: 24, 28

არასასიკეთო დღე: 26

 

სასწორი

ახლა არ არის დიდხანს ფიქრის და გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების დრო. ღირს, რომ საინტერესო წინადადებაზე დათანხმდეთ. თქვენთვის ბევრი გზა ხსნილია, ეს კარგი კვირაა ცვლილებებისთვის. ენდეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას – ის არ გიღალატებთ.

სასიკეთო დღეები: 29, 30

არასასიკეთო დღე: 27

 

მორიელი

დაუფიქრებლად ნუ მიუშვერთ მკერდს ტყვიებს (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით), არ დაიწყოთ რამდენიმე საქმე ერთდროულად, უმჯობესია თქვენი ძალები ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე მიმართოთ. წინასწარ იფიქრეთ მოვლენების შესაძლო განვითარებაზე, სცენარებზე. გაუმართლებს მას, ვინც ზუსტად იცის, რა სურს.

სასიკეთო დღეები: 28, 30

არასასიკეთო დღე: 26

 

მშვილდოსანი

 შესაძლებელია ძველ საქმეებს დაუბრუნდეთ, ყოფილ კოლეგებთან მუშაობა წარმატებული იქნება. ბავშვები წარმატებით გაგახარებენ, ახლობლები კი შესაძლოა საჭირო დროს დასახმარებლად მოვიდნენ. თავი უნდა შეიკავოთ ზედმეტი ხარჯისგან, ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა.

სასიკეთო დღეები: 28, 29

არასასიკეთო დღე: 27

 

თხის რქა

დაძაბული კვირაა, ემოციებს ვერ აკონტროლებთ, სირთულეები შეგხვდებათ ნათესავებთან და კოლეგებთან ურთიერთობაში. მაღალანაზღაურებადი თანამდებობის დაკავების შემოთავაზება დაუყოვნებლივ უნდა მიიღოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება შანსი  ხელიდან გაუშვათ.

სასიკეთო დღეები: 24, 28

არასასიკეთო დღე: 26

 

მერწყული

ეს კვირა ის დროა, როდესაც კავშირებს ბევრი რამის მოგვარება შეუძლია. უარი არ თქვათ დახმარებაზე.  საოჯახო საზრუნავები საკმაო ძალისხმევას მოთხოვს. ნუ ინანებთ, მთავარია – ოჯახში მშვიდობა იყოს. მარტოხელებს ახალი რომანის დაწყების შანსი აქვთ.

სასიკეთო დღეები: 25, 29

არასასიკეთო დღე: 24

 

თევზები

სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საქმიანი თვისებები: გამძლეობა, ანალიტიკური აზროვნება, უნარი – ჩასწვდეთ სიტუაციის არსს.  თუ თქვენი მეორე ნახევარი ავადაა და მხარდაჭერა სჭირდება, ყურადღება მიაქციეთ, თქვენს თავზე აიღეთ სახლის საქმეების გარკვეული ნაწილი.

სასიკეთო დღეები: 27, 28

არასასიკეთო დღე: 25

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close