ტექნოლოგიები

ტოკიოში გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაამონტაჟეს (ვიდეო)

იაპონიაში, ტოკიოს რაიონ შიბუიაში მდებარე ორ პარკში, არაკომერციული ორგანიზაცია The Nippon Foundation-ის პროექტის ფარგლებში, გამჭვირვალე საზოგადოებრივი საპირფარეშოები დაამონტაჟეს. წამოწყების მიზანი საჯარო ტუალეტებში არსებული არასახარბიელო სანიტარიული მდგომარეობის შესახებ გავრცელებული მოსაზრების გაქარწყლებაა.

სხვადასხვა ფერის ჭკვიანი მინისგან დამზადებული საპირფარეშოების დიზაინი ცნობილ იაპონელ არქიტექტორს, სიგარუ ბანს ეკუთვნის. კეთილმოწყობილი და ნებისმიერი სქესისა თუ საჭიროებების მქონე პირზე მორგებული ნაგებობები იოიოგი ფუკამაკისა და ჰარუნო ოგავის პარკებშია განთავსებული. თითოეული კაბინა გამჭვირვალეა, რაც სარგებლობამდე მათ სისუფთავეში დარწმუნების საშუალებას იძლევა, თუმცა შიგნით ყოფნისას საკეტის გადატრიალება საკმარისია იმისთვის, რომ კედლები დაიბუროს და მინა გაუმჭვირვალე გახდეს.

 

 

ხუთი ახალი საპირფარეშოთი ტოკიოს მოსახლეობა უკვე სარგებლობს, სხვების გახსნა კი უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. მათი დამონტაჟების პროცესი სრულად 2021 წლის დასაწყისში დასრულდება.

popx.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close