თორაძეების საქმეში FBI ჩაერთო
ვერელი თორაძეების მკვლელობის გამოძიებაში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო ჩაერთო. ამის შესახებ თამარ თორაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ოჯახი! გილოცავთ! ჩვენ გავიმარჯვებთ!
მართალია მაგრად შემრცხვა პირველივე წინადადება FBI-ს ოფიცერისგან : 28 წელი როგორ ვერ გამოიძიეს და არავინ დასჯილა??? ამდენი ოჯახის წევრი მოკლეს?? ისეთი გაკვირვებული იყო ვამშვიდებდი ეხლა კარგი მთავრობა გვყავს და ყველა დაისჯება-თქო. ამათ ბევრი ფული აქვთ და ძნელად ისჯებიან ესეთებეთქო. გაეცინა ჩვენ Jefrey Epstein დავაპატიმრედ და მაგას რა მნიშვნელობა აქვსო. აი ხო ხედავთ თქვენთან ვიწყებთ თანამშრომლობას და ჩვენც დავლაგდებით აუცილებლად ეს მთავრობა შეცვლისთქო! აბა გილოცავთ პირველ უდიდეს ნაბიჯს ქართველებო!“ – წერს თამარ თორაძე.
თორაძეების ოჯახის მკვლელობის საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების შესაბამის ორგანოებს სამართლებრივი დახმარებისთვის მიმდინარე წლის მაისში მიმართა.
საზარელი მკვლელობის საქმე, რომელიც თბილისში 1992 წლის 3 მარტს მოხდა და ერთი ოჯახის 5 წევრი შეიწირა, ორი კი დაკარგულად მიიჩნევა, დღემდე გამოუძიებელია და ამ დანაშაულის გამო არავინ დასჯილა.
კომენტარები