ეკონომიკასაქართველო

ოზურგეთში თხილის ტომრებში 800-გრამიანი ქვები იპოვეს: „გასატეხად გამოადგებათ“

ოზურგეთში სამიოდე დღის წინ დაწყებული ფასების განსხვავება „გულშიშველას“ და „ბერძნულას“ შორის ისევ გათანაბრებულია და განურჩევლად ზომისა და ჯიშისა, ერთი კილოგრამ საღ თხილში  ყველას ერთნაირი ფასს – ოთხ ლარს უხდიან.

თხილის მიმღებ პუნქტებში ჩანს, რომ თხილს ტეხენ, თუმცა როგორც მწონავები გვეუბნებიან, მხოლოდ ხარისხის გაგება სურთ, რადგან უვარგისი თხილის შემოტყუება დაიწყეს. ის მეთოდი კი, რომელიც გასულ წლებში იყო, ათი ცალი  გატეხილი თხილიდან საღის მიხედვით ფასის გამოყვანა, აღარ მოქმედებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თხილის გატეხის აკრძალვას ხან მთავრობის მეთაურს მიაწერენ, ხანაც  ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ოფიციალურად ამას არავინ ადასტურებს.

„არ იფიქროთ, თხილს  იმიტომ ვტეხდეთ, ფასის გამოთვლა გვინდოდეს. ხარისხს ვამოწმებთ და კიდეც იმას, ტომარაში ქვები და ხრეში ხომ არ ყრია. მოაქვთ ნაგვით სავსე, უხარისხო თხილი. 800-გრამიანი ქვები, აგურის ნამტვრევები და ხრეში  ჩაყარეს თხილიან ტომრებში. ერთ პატარა ტომარაში, რომელშიც სულ 6 კილო თხილი იყო, მერე აღმოვაჩინეთ, რომ 800-გრამიანი ქვაც იდო. ნახევარკილოიანი ქვებიც ვნახეთ. ამას კადრულობს ხალხი“, – გვითხრეს ოზურგეთში, ნინო  რამიშვილის ქუჩაზე განთავსებულ თხილის მიმღებ პუნქტში.

„მტეხლაობა დაიწყეს და გამოადგებათ თხილის გასატეხად“, – ზოგი ხუმრობის ხასიათზე დააყენა ამ უკადრისი საქციელის ამბავმა.

gurianews.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close