კრიმინალისაქართველო

ვის გამო მოხდა ჟვანია-თოფაძის დაპირისპირება?

ჟვანია-თოფაძის სისხლიანი დაპირისპირების ვერსიაზე ლევან თოფაძის პაპამ, ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ ინციდენტიდან მალევე ისაუბრა: მისი თქმით, ბუსა ჟვანია და მისი შეყვარებული გოგონა რამდენიმე წელი იყვნენ ერთად და მერე დაშორდნენ და ამ გოგონას გამო მოხდა დაპირისპირება.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გამოკვლეული დეტალები ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ამ მოტივს ადასტურებს.

როგორც ირკვევა, თურმე ბუსა ჟვანია ვერ ეგუ­ე­ბო­და შეყვარებულთან დაშორებას და ეჭ­ვი­ა­ნობ­და, ყველ­გან დას­დევ­და და ხვდე­ბო­და.

ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტი მთაწმინდის ტერიტორიაზე, ფესტივალ „მზესუმზირაზე“ დაიწყო.

ფესტივალზე ლევან თოფაძე ბუსა ჟვანიას ყოფილ შეყვარებულთან ერთად იმყოფებოდა, ამაზე ჟვანია გაღიზიანდა, რასაც მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

გამთენიისას ლევან თოფაძე რამდენიმე მეგობართან ერთად ჭავჭავაძეზე, საკუთარ სახლში წავიდა, მაგრამ მათ შორის ჟვანიას ყოფილი მეგობარი გოგო აღარ იმყოფებოდა. თოფაძეს ჟვანიამ ტელეფონზე დაურეკა. მათ დიდი ხნის ნაცნობობა და საერთო მეგობრები აკავშირებთ. ამის შესახებ ინფორმაციას „კურიერი“ ავრცელებს. „პრაიმტაიმმა“ ასევე გამოაქვეყნა გოგონას ფოტო, თუმცა მის ვინაობას არ ამხელენ.

„ბუსამ დაურეკა და უთხრა, იმას (ყოფილი შეყვარებული) შენთან ერთად რა უნდოდაო. ლევანიმ უთხრა, მე სახლში ვარ და თუ რამე გაინტერესებს, მოდი და დავილაპარაკოთ. მერე რაც მოხდა, კი იცით“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლევან თოფაძის მეგობარი.

შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს ვაკეში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აწ გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. მას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე  ბრალი უკვე წარედგინა, რაც 7-იდან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას  ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close