ეკონომიკამოგზაურობა

ავიაკომპანია GEORGIAN AIRWAYS-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით მორიგ ჩარტერულ რეისებს შეასრულებს

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ი ამსტერდამისა და ვენის მიმართულებით ჩარტერული რეისების განხორციელებას აგვისტოშიც გააგრძელებს. ინფორმაციას დღეს, 23 ივლისს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის მიხედვით, ავიაკომპანია ჩარტერული ფრენების შესრულებას შემდეგი განრიგით გეგმავს:

  • 1 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:50, მოფრენა 17:15);
  • 2 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 3 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 8 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 9 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 10 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 15 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 17 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 22 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 23 აგვისტო, თბილისი – ვენა – თბილისი (გაფრენა 16:30, მოფრენა 00:10);
  • 29 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);
  • 31 აგვისტო, თბილისი – ამსტერდამი – თბილისი (გაფრენა 06:30, მოფრენა 17:15);

ავიარეისები Boeing B737-800 და Embraer E195 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ჩარტერული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა დღეს, 23 ივლისს მიანიჭა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close