მოგზაურობაnews
AIR FRANCE-ი თბილისსა და პარიზს შორის რეგულარულ რეისებს 8 აგვისტოდან განაახლებს
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაზუსტებული ინფორმაცია გამოაქვეყნა „ეარ ფრანსის“ რეისების შესახებ. პარიზი-თბილისი-პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება.
როგორც სააგენტო იტყობინება, უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ შორის. ფრანგული ავიაკომპანია ფრენას კვირაში ორჯერ შემდეგი განრიგით შეასრულებს:
• პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი) – თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;
• თბილისი – პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.
რეგულარული რეისები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
კომენტარები