სპორტი

ბასილაშვილი კორტზე ბრუნდება! – საქართველოს პირველ ჩოგანს ცხელი აგვისტო ელის

ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი ყოფილი მეუღლის გახმაურებული საქმის და იმ მძიმე სიტუაციის მიუხედავად, რომელიც ქვეყნის პირველი ჩოგანის გარშემო შეიქმნა, იგი კორტს უბრუნდება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონში დაგეგმილ ტურნირზე – Citi Open 2020-ზე იასპარეზებს. ეს იქნება პროფესიული ჩოგბურთის ასოციაციის (ATP) მიერ პანდემიის შემდეგ ორგანიზებული პირველი ოფიციალური შეჯიბრი. ტურნირის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია და მასში 48 ჩოგბურთელი მიიღებს მონაწილეობას.

28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე იმყოფება. იგი უკვე ტურნირის წინასწარ განაცხადშია და თუ არაფერი შეიცვალა, მას ამერიკის დედაქალაქში ვიხილავთ.

ვაშინგტონში რეიტინგის პირველი ათეულიდან დანილ მედვედევი (მე-5), სტეფანოს ციციპასი (მე-6) და დავიდ გოფინი (მე-10) იასპარეზებენ.

ტურნირის გამართვა 14-21 აგვისტოს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა. ბრალდების მხარის მტკიცებით, 2020 წლის 21 მაისს თბილისში, ავჭალის დასახლებაში ბასილაშვილმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილ მეუღლე ნელი დოროყაშვილზე ფიზიკურად იძალადა, რაზეც მას შემდეგ ძიების პროცესი მიმდინარეობს.

24 მაისს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა, მაგრამ არ გაიმართა და  აგვისტოს ბოლოსთვის გადაიდო.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close