მოგზაურობაპოლიტიკასაქართველო

საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას საზღვარს უპირობოდ უხსნის

საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის, ესენია: გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. თავის მხრივ, ევროკავშირის ამ სახელმწიფოებმა მიიღეს საქართველოსთვის საზღვრების უპირობოდ გახსნის გადაწყვეტილება. ამის შესახებ მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის ინფორმაცით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს/რეზიდენტებს ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ პირდაპირი საჰაერო გზით ჩამოსვლა შეეძლებათ.

გარდა ამისა, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში ან/და საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close