მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ

აშშ-ში მყოფ უცხოელ სტუდენტებს, რომელთა სასწავლო დაწესებულებები სწავლის მხოლოდ დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ ან დეპორტაციის საფრთხის წინაშე აღმოჩნდებიან. ამის შესახებ აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურში განაცხადეს.

აღნიშნული ზომა აშშ-ში მყოფ ათასობით უცხოელ სტუდენტს შეიძლება შეეხოს, რომლებიც ქვეყანაში უნივერსიტეტებში სასწავლებლად ან ტრენინგებში მონაწილეობისთვის ჩადიან.

კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ის მასშტაბით უნივერსიტეტები სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებენ. კერძოდ, ჰარვარდის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება, მათ შორის, იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებიც სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არ გასცემს ვიზებს იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც შემოდგომის სემესტრისთვის სრულად დისტანციურ ფაკულტეტებსა და/ან პროგრამებზე დარეგისტრირდნენ. ასევე, აშშ-ის საბაჟო და სასაზღვრო დაცვის სამსახური ასეთი კატეგორიის სტუდენტებს ქვეყანაში არ შემოუშვებს“, – ნათქვამია აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ჰიბრიდულ მოდელზე გადასული სასწავლო დაწესებულებებისთვის გამონაკლისი გაკეთდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close