პოლიტიკასაქართველო

„ეს დეპუტატთა არჩევნებია თუ სასქესო ორგანოების?“ – შალვა ნათელაშვილის სექსუალური ფანტაზიები პოლიტიკის თემაზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი ქალთა კვოტირების პროექტის ავტორებს „იდიოტებს“ უწოდებს. პროექტის მიხედვით, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიის წარდგენისას პარტიებს ევალებათ, სქესთა ბალანსი ისე დაიცვან, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე კანდიდატი განსხვავებული სქესის იყოს.

მისი აზრით, უმრავლესობის ინიციატივა შეურაცხმყოფელია – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

​​ის, რაც წარმოადგინა ივანიშვილმა ქალთა კვოტირებაზე, არის წარმოუდგენელი შეურაცხყოფა, დისკრედიტაცია და სეგრეგაცია იმ ქვეყნის საქალეთისა, სადაც მეთორმეტე საუკუნეში ქალი გახლდათ სახელმწიფოს მეთაური. იქნებ იმდენი პოლიტიკოსი ქალი ყავს პარტიას, რომ პირველი ათეული კი არა პირველი ოცდაათეული სულ ქალბატონები ჩაწეროს ან იქნებ რაღაც ეტაპზე არც ერთი პოლიტიკოსი, საჯარო მოღვაწეობაზე ორიენტირებული ქალი არ ყავს პარტიას და ამ კანონის გამო, მაინც უნდა გამოიგონოს და ჩაწეროს? ამის დამწერ იდიოტებს ვეკითხები – ეს დეპუტატთა არჩევნებია, თუ სასქესო ორგანოების არჩევნები. ისე დაეცემა ტუზი კილაძეს, გუგული მაღრაძეს, ენძელას და სხვა თანავარსკვლავედის წევრებს. ვაი თქვენს პატრონს და ჩვენს პატრონსაც რა თქმა უნდა“, – წერს ნათელაშვილი.

„როცა სასქესო ორგანოებთან დაკავშირებით შალვა ნათელაშვილი ლაპარაკობს, ეს ნორმალურია, მაგრამ ამის მისადაგება იმ საკითხებთან, რასაც ჰქვია სერიოზული სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილება, არანორმალურია“, – განაცხადა ნთელაშვილის ფეისბუქსტატუსის კომენტირებისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close