ქართველები უცხოეთშისპორტი

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია (ვიდეო)

თორნიკე შენგელია და მისი გუნდი „ბასკონია“ ესპანეთის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად „ბარსელონას“ დაუპირისპირდნენ.

ფინალი, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და „ბასკონიამ“ მძიმე ბრძოლაში მეტოქე მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 69:67 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მატჩი კარგად ჩაატარა, განსაკუთრებით კი – მეოთხე პერიოდი, როდესაც ძალიან საჭირო სამქულიანი ჩააგდო და მნიშვნელოვანი ჩაჭრა გააკეთაა. მეოთხე პერიოდშივე თორნიკემ „ბარსელონას“ ლიდერს, ნიკოლა მიროტიჩს მეხუთე ჯარიმა აჰკიდა და პარკეტი ნაადრევად დაატოვებინა, რამაც მატჩის „ბასკონიას“ სასარგებლოდ დასრულებაში დიდი როლი ითამაშა.

თორნიკე შენგელიას ანგარიშზე 14 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასია.

მატჩის ყველაზე ღირებულ მოთამაშედ თორნიკე შენგელიას თანაგუნდელი ლუკა ვილდოსა დასახელდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close