პოლიტიკაკრიმინალი

საფრანგეთის ექსპრემიერ ფიიონს და მის ცოლს პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობისთვის

საფრანგეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ფრანსუა ფიიონს და მის ცოლს პატიმრობა მიუსაჯეს თაღლითობის საქმისთვის, რომელმაც ამ კონსერვატორი პოლიტიკოსის საპრეზიდენტო ამბიციები გაანადგურა 2017 წელს.

პარიზის სასამართლომ ფიიონს ხუთი წლით მიუსაჯა პატიმრობა, საიდანაც ის სულ მცირე ორ წელიწადს გაატარებს ციხეში, რადგან სამი წელი პირობითი განაჩენია. ამასთან, ფიიონს 10 წლის ვადით აეკრძალა საჯარო სამსახურში მუშაობა, მას შემდეგ, რაც ის დამნაშავედ იქნა ცნობილი საბიუჯეტო თანხების მისი ცოლისთვის გადახდაში სამუშაოსთვის, რომელიც მას არ შეუსრულებია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ფიიონი თავისუფალი რჩება.

მის ცოლს, პენელოპეს სამი წლით მიესაჯა პირობითი სასჯელი.

ცოლ-ქმარმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს 375 000 ევრო და 1 მილიონ ევროზე მეტი უნდა აუნაზღაუროს ეროვნულ ასამბლეას, სადაც პენელოპე ფიიონი თითქოს მისი ქმრის საპარლამენტო თანაშემწედ მუშაობდა 1998 წლიდან 2013 წლამდე.

ეს საქმე დღის შუქზე 2017 წლის იანვარში გამოვიდა, მას შემდეგ, რაც ფიიონი მისმა მემარჯვენე რესპუბლიკურმა პარტიამ საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად დაასახელა. მას გამარჯვებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა შემდეგ ის საარჩევნო პროცესს გამოეთიშა და ცენტრისტ მეტოქეს, ემანუელ მაკრონს გაუხსნა გზა გამარჯვებისკენ.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close