თურქეთის 40-ზე მეტ ქალაქში პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა აიკრძალა
საქართველოს საელჩო ქალაქების ჩამონათვალს ფეისბუქზე აქვეყნებს
თურქეთის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ საქართველოს საელჩო ინფორმაციას ავრცელებს.
საელჩოს ცნობით, კორონავირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს პირბადის გარეშე ქუჩაში გასვლა ეკრძალებათ თურქეთის 42 ქალაქში, ესენია: ადიამანი, აფიონქარაჰისარი, ამასია, აიდინი, არდაჰანი, ბალიქესირი, ბართინი, ბათმანი, ბოლუ, ბურდური, დენიზლი, დუზჯე, ელაზიღი, ესქიშეჰირი, გაზიანთეფი, გირესუნი, იღდირი, ისპარტა, ქაჰრამანმარაში, ქარაბუქი, ქირქლარელი, ქოჯაელი, კონია, ქუთაჰია, მალათია, მარდინი, მუღლა, მუში, ნევშეჰირი, ოსმანიე, საქარია, სიირთი, სივასი, შირნაქი, თუნჯელი, უშაქი, ზონგულდაქი, დიარბაქირი, ერზერუმი, ქაისერი, რიზე და შანლიურფა.
„ზემოაღნიშნული წესის დამრღვევი პირი დაჯარიმდება.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80; 2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00; 3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26; 4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის 181 298 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1467 – გასულ 24 საათში; გარდაიცვალა 4842 პაციენტი კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით (17 პაციენტი – გასულ ერთ დღეში). 153 379 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.
კომენტარები