fbpx
ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 8-14 ივნისი

8-იდან 14 ივნისის ჩათვლით კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში განწყობის ცვალებადობა, სავარაუდოდ, თქვენს შრომისუნარიანობაზე იმოქმედებს, ასე რომ, თუ ეს პრობლემა შეგაწუხებთ, სამსახურში დასვენების დღე აიღეთ. ამ დღეებში მიზანშეწონილია შეხვდეთ მეგობრებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ. მათთან ურთიერთობის გაძლიერების შანსი არსებობს. სასარგებლო იქნება გეგმების შედგენა კვირას. ყველაფერი, რასაც ამ დღეს ჩაიფიქრებთ, ადრე თუ გვიან შესრულდება! ამ კვირაში შესაძლებელია მცირე პრობლემები შეგექმნათ, ხასიათი წაგიხდებათ, მეტი არაფერი. ნუ იდარდებთ, მალე ყველაფერი მოგვარდება, თავაწეულმა იარეთ.

 

ვერძი

თქვენთვის ამ კვირაში პირადი ამბებია ყველაფერზე წინ. ვარსკვლავებს სურდათ სასიყვარულო ფრონტზე სიურპრიზები არ გქონოდათ, მაგრამ თქვენმა თაყვანისმცემლებმა რომანტიკული აჯანყების მოწყობა გადაწყვიტეს. იქნება კომპლიმენტების ზღვა და აღიარებები, თავბრუს დაგახვევთ სასიამოვნო ემოციები – გაუზიარეთ თქვენი განცდები მეგობრებს და ისინი სასარგებლო რჩევებს მოგცემენ. კვირის ბოლოს კი მომავალი დღეების საქმეები დაგეგმეთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 14.

 

კურო

ოჯახური კავშირების გასაძლიერებლად, გირჩევთ, იმოგზაუროთ ან ბუნებაში ლაშქრობაზე წახვიდეთ. სუფთა ჰაერი, ბუნებასთან კონტაქტი, არაჩვეულებრივი შთაბეჭდილებები დადებითად იმოქმედებს თქვენს პირად ურთიერთობებზე. სტრესულ სიტუაციებში ფრთხილად იყავით, რათა რაიმე არ დაიზიანოთ. ამ პერიოდის განმავლობაში შესაძლებელია თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს მემკვიდრეობასთან, დავალიანებასთან, დაზღვევათან დაკავშირებული საკითხები.

სასიკეთო დღეები: 10, 11

არასასიკეთო დღე: 13.

 

ტყუპი

ფრთხილად იყავით თქვენს სურვილებთან დაკავშირებით. ახირებული აზრებისა და სპონტანურობის გამო შესაძლოა ცუდ დღეში აღმოჩნდეთ. ჰემატოპოეტიკური და ძვლოვანი სისტემები საფრთხის ქვეშაა, შესაძლებელია კბილების ტკივილი და სხვა პრობლემები ორგანიზმში კალციუმის და მაგნიუმის მარილების ნაკლებობის გამო. ფინანსურ საკითხებში მოულოდნელ დახმარებას მიიღებთ ძველი მეგობრებისა და ნაცნობების მხრიდან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს რაიმე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 10.

 

კირჩხიბი

ამ დროისათვის კირჩხიბების უმრავლესობას საფუძვლიანი შრომა მოუწევს. დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო შეიძლება მეტისმეტად დაიქანცოთ. ამ ნიშნის წარმომადგენლები ახლა ფრთხილად უნდა იყვნენ, დიდია ტრავმებისა და ცუდი განწყობის რისკი. ამ პერიოდის განმავლობაში აუცილებელია ფინანსურ სფეროსთან დაკავშირებული საკითხები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილებები ისე მიიღოთ. თუ მარტო მუშაობთ, გულდასმით უნდა შეასრულოთ თქვენი მოვალეობები, ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს.

სასიკეთო დღეები: 11, 12.

არასასიკეთო დღე: 9.

 

ლომი

ეს კვირა ყველაფერში დიდ სიფრთხილესა და ზომიერებას მოითხოვს. სხეული დაავადებებს დიდი ინტენსივობით ეწინააღმდეგება, დახარჯული ენერგია და ძალები სწრაფად აღდგება. თქვენი აქტიური სწრაფვა პროფესიული წარმატებისა და კარიერული წინსვლისკენ შეიძლება დაჯილდოვდეს. კარგი დროა მათთვის, ვისაც სხვა ადამიანების ფულთან აქვს შეხება.

სასიკეთო დღეები: 9, 14.

არასასიკეთო დღე: 2.

 

ქალწული

ამ ნიშნის წარმომადგენლების ჯანმრთელობისთვის არასახარბიელო პერიოდია, შესაძლოა დისკომფორტის, სისუსტის, საკუთარი თავის უკმაყოფილების შეგრძნება. ენდოკრინული და ლიმფური სისტემები გადატვირთულია, შეიძლება იყოს ასევე სახის კანის გაღიზიანება, თავის ტკივილი. მეტი შემოსავლის მიღების დიდი სურვილის გამო შესაძლოა ტყუილად დახარჯოთ ენერგია სრულიად უსარგებლო სამუშაოზე.

სასიკეთო დღეები: 9, 11.

არასასიკეთო დღე: 10.

 

სასწორი

სასწორები წარსულის აჩრდილებს „შეხვდებიან“ – იქნება ეს გადაუჭრელი პრობლემები, რომლებიც მათ უკვე მრავალი თვის თუ წლის განმავლობაში სიცოცხლეს უწამლავენ, შეუსრულებელი ვალდებულებები თუ ძველი ურთიერთობები, რომლებისთვისაც წერტილი ჯერ კიდევ არ დაუსვამთ… ეს, ერთი მხრივ, კარგიც არის, რადგან უკვე დროა, საფუძვლიანად გადახედოთ, გააანალიზოთ და გაარკვიოთ  ყველაფერი, წინააღმდეგ შემთხვევაში წინსვლას ვერ შეძლებთ.

სასიკეთო დღეები: 11, 13.

არასასიკეთო დღე: 8.

 

მორიელი

მორიელებმა უნდა იზრუნონ თავიანთ ჯანმრთელობაზე, რადგან იმუნიტეტი თითქმის ნულის ტოლია. ეს ახლა არც ისე ძნელია – მზიანი დღეები, სუფთა ჰაერი და დაბალანსებული კვება ამ პერიოდში იმუნიტეტის გაძლიერებას ხელს უწყობს. სამაგიეროდ უკვე კვირის დასაწყისში ამოისუნთქავთ, შთაგონება გესტუმრებათ, გექნებათ რაღაცის შექმნის სურვილი, ფიქრობთ, რომ თქვენი ძალა ახალ პროექტებს მოახმაროთ. ამ ნიშნის მრავალ წარმომადგენელს ინტუიცია განუვითარდება, ზოგიერთს წინასწარმეტყველების უნარიც კი ექნება.

სასიკეთო დღეები: 12, 14.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდში თქვენთვის მნიშვნელოვანია საკუთარ სხეულს მოუსმინოთ. რაიმე სიმპტომის ან შემაშფოთებელი ნიშნების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს. შეიძლება თქვენს გარემოცვაში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სარგებელს ეძებენ და თქვენთან გულწრფელი დამოკიდებულება არ აქვთ. შეეცადეთ ყურადღებით დააკვირდეთ ყველა ახალ ნაცნობს, ანგარებიანი ადამიანების გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.

სასიკეთო დღეები: 9, 13.

არასასიკეთო დღე: 11.

 

თხის რქა

ხანგრძლივი და მძიმე შრომის შემდეგ მცირე შვებას ნახავთ. პირად ცხოვრებაში და სამსახურთან დაკავშირებული ვნებები ჩაწყნარდება და შეგიძლიათ კარგად დაისვენოთ. ოთხშაბათს და ხუთშაბათს დაგეგმეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, ინტერვიუები. ამ დღეებში დიდი შანსია, რომ ყველაფერი გამოგივათ და წარმატებას მიაღწევთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 9.

 

მერწყული

თუ ადრე ხელმძღვანელობას თქვენში ეჭვი ეპარებოდა, ახლა აზრს შეიცვლიან. უმაღლეს საფეხურზე აღმოჩნდებით! თავადაც კი გაგაკვირვებთ საკუთარი შრომისუნარიანობა და გონიერება! მეგობრებმა შესაძლოა უსამართლოდ გაგაკრიტიკონ, ნუ გაბრაზდებით მათზე, მხოლოდ კეთილი განზრახვა აქვთ, თუმცა თუ ფიქრობთ, რომ კრიტიკა უსამართლოა, უბრალოდ, მოუსმინეთ და „გაატარეთ“.

სასიკეთო დღეები: 13, 14.

არასასიკეთო დღე: 12.

 

თევზები

მთლიანად ჩაეფლობით საკუთარ პირად ცხოვრებაში. ვერაფერს შეამჩნევთ გარშემო, დაივიწყებთ მეგობრებს, ყოველგვარ სამუშაოს გვერდზე გადადებთ. ეს ცუდი არ არის, რადგან კარგი განწყობა ახალი იდეებისკენ გიბიძგებთ. ალბათ ბოლოს და ბოლოს, უკვე მომწიფდით საიმისოდ,  რომ თქვენი ჰობი ცხოვრების ძირითად საქმედ აქციოთ.

სასიკეთო დღეები: 10, 11.

არასასიკეთო დღე: 13.

თამთა გურული

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close