მედიცინამსოფლიო

კოვიდ-19-ით 600 მედდა დაიღუპა და სამედიცინო სფეროს 450 000 წარმომადგენელი დაინფიცირდა

ახალი კორონავირუსის პანდემიას მსოფლიოში 600 მედდა ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ ექთნების საერთაშორისო საბჭო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსი სამედიცინო სფეროს 450 000 წარმომადგენელს დაუდასტურდა.

საბჭოს ინფორმაციით, მხოლოდ ერთ თვეში კოვიდ19-ით დაღუპული მედდების რაოდენობა გაორმაგდა. მონაცემები მსოფლიოს 30 ქვეყანას მოიცავს.

„ბოლო ორ თვეში ჩვენ ვხედავთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაღუპული მედდების რაოდენობა 100-იდან 600-მდე გაიზარდა, ხოლო ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების რაოდენობა შეადგენს 450 000-ს“, – ამბობენ ექთნების საერთაშორისო საბჭოს წარმომადგენლები საინფორმაციო სააგენტო „როიტერთან“ საუბრის დროს.

ზუსტი რაოდენობა, თუ სამედიცინო სფეროს რამდენი წარმომადგენელი დაიღუპა მსოფლიო მასშტაბით, ამ დროისთვის ცნობილი არ არის, რადგან მონაცემებს საბჭო ყველა ქვეყნიდან ვერ იღებს, ინფორმაციის ნაწილი კი დამუშავების პროცესშია, თუმცა სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების 7% სწორედ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან.

ექთნების საერთაშორისო საბჭოში ამბობენ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი​ რადიკალურად განსხვავდება. მაგალითისთვის, სინგაპურში კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების სრული რაოდენობის მხოლოდ 1 პროცენტია სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ხოლო ირლანდიაში მათი რიცხვი 30%-ს აჭარბებს. საბჭოში ამბობენ, რომ ესპანეთსა და გერმანიაში ახალი კორონავირუსით დაღუპული სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების ყველაზე მცირე რაოდენობა დადასტურდა.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close