რას წარმოადგენდა გუშინ საღამოს ცაში გამოჩენილი კაშკაშა ობიექტი
27 მაისის საღამოს ჩრდილოეთ თურქეთისა და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ ცაში შთამბეჭდავი ნათება შენიშნა. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს ცაში მოელვარე მეტეორი, რომელიც შემდეგ ძალიან კაშკაშად ფეთქდება.
თურქული გამოცემა Daily Sabah-ის ცნობით, „სინათლის ბურთი“ ცაში ადგილობრივი დროით 20:30 საათზე (თბილისის დროით 21:30 სთ) გამოჩნდა. ამავეს წერენ სოციალური მედიის მომხმარებლები დასავლეთ საქართველოდან. ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოებში მოვლენა მრავალი სხვადასხვა კუთხიდან არის ასახული; აშკარად ჩანს, რომ ობიექტი ცაში საკმაოდ მაღლა ფეთქდება. ჯერ დადასტურებული არ არის, რომ ობიექტი მართლაც მეტეორი იყო, თუმცა მახასიათებლებით სწორედ ამ მოვლენას შეესაბამება.
🇹🇷Bu akşam saat 20.30 civarı Trabzon, Artvin, Rize, Ardahan, Erzurum, Muş başta olmak üzere birçok ilde görülen #meteor 'un şu ana kadar çekilen en net görüntüsü pic.twitter.com/gbzHqgSitP
— Corona Güncel (@Coronabilgi) May 27, 2020
სანახაობა ძალიან ჰგავდა დედამიწის ატმოსფეროში შემოჭრილ კოსმოსურ ნამსხვრევს, რომელიც ხახუნის შედეგად იწვება და ზედაპირზე ჩამოვარდნამდე ფეთქდება. ასე ემართება ჩვენი პლანეტის ატმოსფეროში შემოსულ პატარა სხეულთა უმეტესობას.
დედამიწის ატმოსფეროში კოსმოსური ნამსხვრევები გამუდმებით შემოდის. მეცნიერთა შეფასებით, მათი რაოდენობა დღეში მილიონებს აღწევს. უმეტესი მათგანი სულ ერთი ციცქნაა, ქვიშისა და ბარდის მარცვლის ზომებს შორის და ხშირად ატმოსფეროში ისე იწვება, რომ ვერც კი ვამჩნევთ.
A supposed meteorite was seen in several provinces in northern Turkey on Wednesday eveninghttps://t.co/AesTrnu8Yx
— DAILY SABAH (@DailySabah) May 27, 2020
კომენტარები