fbpx
მოგზაურობამსოფლიო

გერმანია 31 ქვეყანასთან საზღვრის გახსნას გეგმავს

გერმანია საზღვრის გახსნას 31 ქვეყანასთან გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

სამუშაო დოკუმენტის თანახმად, გერმანიის მთავრობა ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან საზღვრების გახსნის რეკომენდაციას გასცემს.

ამასთან ერთად, საზღვრები გაიხსნება დიდ ბრიტანეთთან და ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან, რომლებიც შენგენის ზონაში შედიან.

წინასწარი ცნობით, გერმანია ტურისტული სეზონის დაწყებას 15 ივნისიდან აპირებს.

„ბიბისის“ ინფორმაციით, გერმანიას უახლოეს ხანში სურს საზღვრების გახსნა მეზობელ ავსტრიასა და შვეიცარიასთან, თუმცა იმ პირობით, რომ ევროკავშირი საერთო წესებს დაამტკიცებს, რომლის მიხედვითაც, საზღვრების გახსნა იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ქვეყანაში ყოველ 100 000 მოქალაქეზე მხოლოდ 50 ინფიცირებულია.

წყარო: 1 tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close