newsეკონომიკაიტალია

ვენეციაში, ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაზარალებულები (ვიდეო)

კომპანია 3V Sigma SpA-ს ქიმიურ ქარხანაში, რომელიც ვენეციის სამრეწველო რაიონში – მარგერაში (Marghera) მდებარეობს, დღეს დილით, დაახლოებით 10 საათზე ძლიერი აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ამის შესახებ La Stampa წერს.

გამოცემის ცნობით, სავარაუდოდ, დანადგარი აფეთქდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის ცნობილია 2 დაშავებულის შესახებ, მათგან ერთს სერიოზული ჭრილობები აქვს.

ამასთან, ადგილობრივი პოლიციის ოპერატიული სამსახური და ვენეციის მუნიციპალიტეტი მოქალაქეებს ურჩევენ, სახლიდან არ გამოვიდნენ და ფანჯრები და კარები დაკეტილი ჰქონდეთ, რათა ტოქსიკური გამონატყორცნებით მოწამვლის რისკი აიცილონ თავიდან. ქარხნიდან ამომავალი კვამლი კილომეტრებით დაშორებული ადგილებიდანაც ჩანს, მთელ ზონაში.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close