იტალიასაზოგადოება

იტალიაში გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი ისევ გაიზარდა – 262 ახალი შემთხვევა

იტალიაში გასულ 24 საათში ახალი კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რაოდენობა ისევ გაიზარდა – 262 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდ-19-ის დადასტურებული დიაგნოზით. ამის შესახებ 14 მაისს, საღამოს სამოქალაქო დაცვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია. ლეტალური შემთხვევების მთლიანმა რაოდენობამ 31 368-ს მიაღწია (14,06%). გარდაცვალების მაჩვენებელი გუშინაც გაიზარდა წინა დღესთან შედარებით, თუმცა 200-ზე ნაკლები იყო (195).

აღასანიშნავია, რომ მოქმედი პაციენტების რაოდენობა ერთ დღეში 2017-ით შემცირდა და ახლა 76440-ს შეადგენს. 11 453 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია სიმპტომებით, 79-ით ნაკლები, ვიდრე გუშინ; 855 – რეანიმაციაშია, 32-ით ნაკლები გუშინდელთან შედარებით; დანარჩენი სახლში იმყოფება უსიმპტომოდ ან მსუბუქი სიმპტომებით.

გასულ 24 საათში იტალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 992 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა (მათგან ყველაზე მეტი, 552 – ლომბარდიაში, 151 – პიემონტში) და ინფიცირების შემთხვევათა მთლიანმა რაოდენობამ ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 223 096-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელებულია115 288 ადამიანი, 2747-ით მეტი გუშინდელთან შედარებით.

ეპიდემიის დროს იტალიაში ინტენსიური თერაპიის საწოლების რაოდენობა 115%-ით გაიზარდა, 5179-იდან 11091-მდე, – განუცხადა დღეს, 14 მაისს ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა რობერტო სპერანცამ და დასძინა, რომ ქვეყანაში ყველა სამედიცინო დაწესებულება ემზადება ეპიდემიის შესაძლო „მეორე ტალღისთვის“.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close