ტექნოლოგიები

GOOGLE-ის ახალი ფუნქცია, რომელიც ხელნაწერს ბეჭდურ ვერსიად აქცევს

Google-ის ახალი ფუნქციის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, ხელნაწერი ციფრულ ვერსიად აქციოს და Google Lens-ის დახმარებით ტექსტის ასლი მობილურიდან პირდაპირ კომპიუტერში გადაიტანოს.

ამ ფუნქციით სარგებლობისათვის საჭიროა გქონდეთ Google Chrome-ის ბოლო ვერსია და თავად Google Lens-ის აპლიკაცია ანდროიდში, ან Google აპლიკაცია iOS-ში (iOS არ საჭიროებს Lens-ის გადმოწერას, ვინაიდან საძიებო სისტემის გვერდით მდებარე ღილაკიდან პირდაპირ შეგიძლიათ მასთან დაკავშირება). ამასთან, ფუნქციით სარგებლობისთვის აუცილებელია ორივე მოწყობილობაში ერთი და იგივე ანგარიში დააფიქსიროთ.

როგორ მუშაობს აღნიშნული ფუნქცია

პირველ რიგში, იმისათვის, რომ პროგრამამ გამართულად იმუშაოს, აუცილებელია ხელნაწერი გარკვევით იკითხებოდეს.

მას შემდეგ, რაც კამერას ხელნაწერს გავუსწორებთ, ვნიშნავთ მას ეკრანზე და ვაკეთებთ ასლს, რომელიც პირდაპირ გადაგვაქვს Google-ის დოკუმენტში, ან ვაჭერთ ღილაკს copy to computer, რომლის მეშვეობითაც ასლი ავტომატურად ინახება კომპიუტერში.

ამ სიახლესთან ერთად Google- ამატებს ავტომატური წაკითხვის ფუნქციასაც, რომელზეც ამჟამად ხელი მხოლოდ ანდროიდის მომხმარებლებს მიუწვდებათ.

forbeswoman.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close