newsსაბერძნეთი
ათენში დღეს მიწისძვრა მოხდა
დღეს ათენში მიწისძვრა მოხდა. ეროვნული ობსერვატორიის ათენის გეოდინამიკური ინსტიტუტის მონაცემებით, მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 12:20 საათზე აღინიშნა. მიწისძვრის სიმძლავრე რიხტერის სკალით 2.3 ბალი იყო.
სტიქიის ეპიცენტრი ათენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, 12 კილომეტრში მდებარეობდა, ხოლო ეპიცენტრის სიღრმე (ფოკალური სიღრმე) 5 კილომეტრს შეადგენდა.
მიწისქვეშა ბიძგები ატიკის სხვადასხვა რაიონში შეიგრძნებოდა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები