კინო/ფილმებიმსოფლიო

მსოფლიოს 20 წამყვანი კინოფესტივალი შინიდან გაუსვლელად

ახალი კორონავირუსის გამო გამოცხადებულმა კარანტინმა მსოფლიოს ქვეყნების უმეტესი ნაწილი ჩაკეტა. ბევრ მასობრივ ღონისძიებასთან ერთად, გაუქმდა კანის საერთაშორისო კინოფესტივალიც. ვარაუდობენ, რომ იგივე ბედი ეწევა წლის განმავლობაში დაგეგმილ სხვა ფესტივალებსაც, რადგან ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ, რომ პანდემია ჩვენთან ჯერ კიდევ დიდხანს დარჩება, ვიდრე ბაზარზე პირველი უსაფრთხო ვაქცინა არ გამოჩნდება.

მსოფლიოს წამყვანი 20 კინოფესტივალის ორგანიზატორებმა შექმნილი ვითარებიდან კომპრომისული გამოსავალი მოიფიქრეს. ისინი კინოინდუსტრიას და კინომოყვარულებს ახალ, გლობალურ ფესტივალს სთავაზობენ, რომელიც მაისის ბოლოს, 29 მაისიდან 7 ივნისამდე გაიმართება.

გასული წლის საუკეთესო, საფესტივალოდ შერჩეული ფილმების ნახვა ინტერნეტით, Youtube-ზე იქნება შესაძლებელი. ახალი ათდღიანი გლობალური ფესტივალის სახელია „ჩვენ ერთნი ვართ“ (We Are One).

ღონისძიებაში მონაწილეობენ მსოფლიოს ისეთი გახმაურებული კინოფესტივალები, როგორიცაა: კანის, ბერლინის, ვენეციის, ტორონტოს, ტრაიბეკის, სანდენსის, ტოკიოს, იერუსალიმის კინოფესტივალები. ორგანიზატორები გვპირდებიან, რომ მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სხვა საფესტივალო ფილმების პრემიერათა დეტალური განრიგი „იუ-ტუბის“ გვერდზე უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

ფესტივალიდან მიღებულ მოგებას „იუ-ტუბი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კოვიდ-19-თან მებრძოლ ფონდს გადაურიცხავს.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ კინოს უნიკალურად ძლიერ როლზე საზღვრების დაძლევაში, ადამიანების შთაგონებაში, გაერთიანებაში და ადამიანთა შორის განსხვავებების დაძლევის საქმეში, რათა ყველამ ერთად ვუმკურნალოთ სამყაროს. სწორედ ახლა სჭირდება მსოფლიოს მორჩენა“, – ამბობს ჯეინ როზენტალი, ტრაიბეკის ფესტივალის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

amerikiskhma.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close