fbpx
ვიდეოიტალიასაზოგადოება

მილანი: პოლიციამ კონტროლი გაამკაცრა (ფოტო/ვიდეო)

ამ ვიდეოში, რომელიც დღეს მილნის პარკ „სემპიონეში“ (Parco Sempione) გადავიღე, ჩანს, რომ პოლიცია ადამიანებს მოლზე წამოწოლას და გარუჯვას უშლის, რადგან, მათი თქმით, პარკში დასაშვებია სპორტული აქტივობა, სირბილი და სეირნობა და არა გარუჯვა. მოქალაქეები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, მით უმეტეს, რომ პარკში ლუდი იყიდება, ლუდს კი ვინ სვამს სირბილით?

გუშინ მილანის მერმა ჯუზეპე სალამ ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომ ზოგი ადამიანი ძალიან გაუფრთხილებლად იქცევა და შეუგნებელი მოქალაქეების ერთი პროცენტის გამო, რომლებიც არსებულ სიტუაციასთან შეუსაბამოდ იქცევიან, შესაძლოა ყველა დაზარალდეს, რადგან ინფექციის გავრცელების მეორე ტალღის თავიდან ასაცილებლად ქალაქის ხელისუფლება იძულებული გახდება, ისევ დააბრუნოს მკაცრი შეზღუდვების წესები.

მანამდე, 2 დღის წინ გავრცელდა ვიდეოები და ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ახალგაზრდები ჯგუფ-ჯგუფად არიან თავშეყრილები მილანის ერთ-ერთი პოპულარული რაიონის, ნავილის სანაპიროზე და დიდად არ დაგიდევენ სოციალური დისტანციის და უსაფრთხოების წესებს.

გუშინვე, 8 მაისს უკვე პოლიცია მკაცრად აკონტროლებდა ნიღბების ტარებას და დისტანციის დაცვას პარკებში. საღამოს კი ნავილიში სულ სხვა სიტუაცია დამხვდა – ყველაფერი დაკეტილი, პოლიციის გაძლიერებული კონტროლი და თითქმის ცარიელი სასეირნო სანაპირო.

ციცი ხაბელაშვილი

აი, ნავილის ფოტოებიც:

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close