ვიდეომსოფლიოსაქართველო
თორნიკე ყიფიანის სიმღერა 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერად დასახელდა გერმანიის საზმაუს ოფიციალურ ვებგვერდზე
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ARD) ოფიციალურ ვებგვერდზე 2020 წლის ევროვიზიის საუკეთესო სიმღერა გამოვლინდა.
ონლაინ გამოკითხვის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის სიმღერა Take Me As I Am გახდა.
გამოკითხვა ვებგვერდზე რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და საბოლოო შედეგები დღეს გამოქვეყნდა. ქართველმა კონკურსანტმა ხმების 14,9% მიიღო და პირველ ადგილზე გავიდა, მეორე და მესამე ადგილები ლიეტუვისა და ისლანდიის წარმომადგენლებმა დაიკავეს.
წყარო: 1tv.ge
კომენტარები