fbpx
მსოფლიოnews

თურქეთში ქალმა კარანტინის მოხსნა ფოტოსესიით აღნიშნა და ხევში გადავარდა

თურქეთში ახალგაზრდა ქალმა კარანტინის მოხსნა ფოტოსესიით აღნიშნა და ხევში გადავარდა. ამის შესახებ გამოცემა Mirror-ი წერს.

ყაზახეთის მოქალაქე, 31 წლის ოლესია სუსპიცინა ბოლო 5 წლის განმავლობაში გიდად მუშაობდა, კარანტინის შემსუბუქების შემდეგ კი ჩანჩქერთან ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა. ფოტოს გადაღების დროს ახალგაზრდა ქალს ფეხი დაუცდა, რის შემდეგაც ის 35 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მაშველებმა ოლესია სუსპიცინას ცხედარი წყლიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. თურქეთის პოლიციაში მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდეს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close