მსოფლიოპოლიტიკა

რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების შესახებ. ამის შესახებ რუსულიედია წერს.

შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალზე გამოქვეყნდა. ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და რუსეთში მუდმივად მცხოვრებ  მოქალაქეობის არმქონე პირებს. ამიერიდან იმისათვის, რომ ადამიანი რუსეთის მოქალაქე გახდეს, აუცილებელი აღარ არის, უარი თქვას სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე. 

აგრეთვე, ადამიანებს, რომლებიც სსრ კავშირში დაიბადნენ და მის ყოფილ რესპუბლიკებში ცხოვრობდნენ, მაგრამ ამ ქვეყნების მოქალაქეობა არ მიუღიათ, მოეხსნათ რუსეთში 3 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრების მოთხოვნა მოქალაქეობაზე განაცხადის შესატანად; მოიხსნა შემოსავლის კანონიერი წყაროს დადასტურების მოთხოვნაც.

იგივე ნორმა ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების უცხოელ მეუღლეებზე, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ და ჰყავთ საერთო შვილები, აგრეთვე, ყველა იმ უცხოელზე, რომლის ერთი მშობელი რუსეთის მოქალაქეა და რუსეთში ცხოვრობს.

მოლდოვის, უკრაინის, ბელარუსისა და ყაზახეთის მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთში ბინადრობის უფლება აქვთ, შეუძლიათ შეიტანონ განაცხადი მოქალაქეობის მისაღებად ქვეყანაში მუდმივად ცხოვრების ვადის მიუხედავად.

რუსეთის უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებულთათვის კი მოქალაქეობაზე განაცხადის შესატანად შრომითი საქმიანობის ვადა 2 წლამდე მცირდება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close