35 მილიონი კორონავირუსის ფონდისთვის და გრანდიოზული კონცერტი 18 აპრილს
ლედი გაგა, კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილ კრიზისთან გასამკლავებლად და ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად, გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. მასში მონაწილეობას მიიღებენ ელტონ ჯონი, სტივი ვონდერი, პოლ მაკარტნი, ბილი აილიში, ლიზო და მსოფლიოს ბევრი სხვა ცნობილი შემსრულებელი.
კონცერტი 18 აპრილს ამერიკის ცენტრალური არხებით გადაიცემა. ნაწყვეტებს მეორე დღეს ბრიტანეთში „ბიბისიც“ აჩვენებს. საქველმოქმედო კონცერტის მიზანია კოვიდ-19-თან მებრძოლი, საავადმყოფოებში დასაქმებული ადამიანებისთვის დამცავი აღჭურვილობის შეძენა და ასევე მედიკამენტებისა თუ ვაქცინების შექმნაზე მომუშავე მკვლევარების დახმარება.
კონცერტის სახელია „ერთი სამყარო: ერთად სახლში“ (One World: Together at Home). მომღერლები საკუთარი სახლებიდან სიმღერებს პირდაპირ ეთერში, ცოცხლად შეასრულებენ. კონცერტს ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანები – ჯიმი ფელონი, ჯიმი კიმელი და სტივენ კოლბერი – გაუძღვებიან.
რამდენიმე ხნით ადრე ლედი გაგამ ჯგუფ „გლობალურ მოქალაქესთან“ ერთად უკვე შეაგროვა 35 მილიონი ამერიკული დოლარი. ეს თანხა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას გადაერიცხა.
პრესკონფერენციაზე ლედი გაგამ განაცხადა, რომ ძალიან უნდოდა როგორმე გამოეხატა „ღრმა მოწიწება“ იმ მედიკოსების და საავადმყოფოში დასაქმებული პერსონალის მიმართ, რომლებიც გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში საკუთრ სიცოცხლეს არ ზოგავენ. „თქვენ საკუთარ თავს საფრთხეში იგდებთ, რომ სამყარო იხსნათ და ჩვენ გივნდა პატივი მოგაგოთ“, – თქვა ლედი გაგამ ორშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე.
amerikiskhma.com
კომენტარები