სამზარეულორჩევები

უგემრიელესი სააღდგომო პასკა – რჩეული, თანაც საკმაოდ მარტივი რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

1.5 კგ პურის ფქვილი; 8 კვერცხი; 300 მლ წყალი; 110 გ საფუარი; 500 გ შაქარი; 500 მლ რძე; 500 გ კარაქი; 100 გ დაშაქრული ხილი; 200 გ ნუში (სურვილისამებრ); ვანილიანი შაქრის პუდრი; ჯავზი და ილი გემოვნებით; ცოტაოდენი მარილი; 100 გ მანანის ბურღული.

მომზადება:

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1 ჩ.ჭ. ფქვილი, აურიეთ კარგად და აცალეთ ამოსვლა. შემდეგ გაათბეთ რძე და მასში ჩაყარეთ დანარჩენი ფქვილი. შეურიეთ ერთმანეთს ორივე ნაზავი და დატოვეთ ცომი 15 წუთის განმავლობაში.
  2. კვერცხებს დაუმატეთ მწიკვი მარილი და ამოიყვანეთ მიქსერით ცოტა შაქართან ერთად. ეს მასა ცომს შეურიეთ.
  3. ცომს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად მოზილეთ. როდესაც ცომი ხელებს აღარ მიეკვრება, დააფარეთ ხელსახოცი და თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათის განმავლობაში.
  4. ამოსულ ცომს დაუმატეთ ვანილი, დაფქული ილი, ჯავზი და დაშაქრული ხილი. ცომი ისევ ჩაზილეთ.
  5. პასკის ლითონის ფორმებს ცხიმი წაუსვით (ქაღალდის ფორმები უმჯობესია და ცხიმის წასმაც არ სჭირდება) და მანანის ბურღული მოაყარეთ. გაანაწილეთ მათში ცომი (ფორმის დაახლოებით ერთი მესამედი), დატოვეთ 30 წუთი.
  6. შედგით წინასწარ გახურებულ აერღუმელში180 გრადუსზე და აცხვეთ 40–60 წუთის განმავლობაში (ცხობის დრო დრო დამოკიდებულია ფორმების სიდიდეზე).

რჩევები: 

  • პასკების ფორმები ცხობისას ერთმანეთს დააშორეთ, 5 სმ-ით მაინც, რომ კარგად გამოცხვეს, ერთმანეთთან თუ მიაჯენთ, ძირი და თავი დაიწყვება და გვერდები არ გამოუცხვება.
  • თუ დაინახავთ, რომ თავები ეწვება და ჯერ გამომცხვარი არ არის, ზემოდან ფოლგის ფურცელი დააფარეთ.
  • დაშაქრული ხილის ნაცვლად სურვილისამებრ შეგიძლიათ იმავე რაოდენობის ქიშმიში გამოიყენოთ.
  • თუ გსურთ, შეგიძლიათ საფუვრის რაოდენობა შეამციროთ (30 გ მშრალი, ახალი საფუარი სრულიად საკმარისია), თუმცა ასეთ შემთხვევაში ცომის ამოსვლას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს.

გამომცხვარი პასკები თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. შეგიძლიათ ზემოდან, უბრალოდ, შაქრის პუდრი მოაყაროთ, ან შავი ან თეთრი შოკოლადის ჭიქური (ე. წ გლაზური) მოასხათ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close