აშშ-ის ისტორიაში პირველად, უბედურების ზონად ერთდროულად ქვეყნის ყველა შტატი გამოცხადდა
აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით
აშშ-მა მსოფლიოში პირველ ადგილზე გადაინაცვლა კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობით. worldometers.info-ს მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ-19-ს უკვე 20513 ადამიანი ემსხვერპლა (1766 – გასულ 24 საათში). ამ მონაცემით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მანამდე პირველ ადგილზე მყოფ იტალიას გადაუსწრო, სადაც კორონავირუსით 19 468 ადამიანია დაღუპული.
აშშ-ის მასშტაბით ყველაზე რთული ვითარება ნიუ-იორკის შტატშია, სადაც ბოლო ხუთი დღის განმავლობაში ყოველდღიურად 700-ზე მეტი ადამიანი იღუპება.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უბედურების ზონად გამოაცხადა ვაიომინგის შტატიც, რაც ნიშნავს, რომ საგანგებო რეჟიმი უკვე ქვეყნის 50-ვე შტატში მოქმედებს.
„ფოქს ნიუსი“ წერს, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის პრეზიდენტმა უბედურების ზონად ერთდროულად ყველა შტატი გამოაცხადა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, მათი რაოდენობით აშშ უკვე კარგა ხანია ლიდერია, ამ დროისთვის ქვეყანაში დაფიქსირებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 530 359 შემთხვევა – გასულ 24 საათში 27 483 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 31 066 პაციენტი.
ამ დროისთვის ჩატარებულია 2 700 000-მდე ტესტი.
ნინო ხოშტარია
კომენტარები