საბერძნეთის ეკლესიამ ხელისუფლებას 300 000 ევროს სამედიცინო აღჭურვილობა გადასცა
საბერძნეთის ეკლესიამ წმინდა სინოდისა და ეკლესიის მეთაურის, ეპისკოპოს იერონიმოსის გადაწყვეტილებით ჯანდაცვის სამინისტროს 60 000 სამედიცინო პირბადე, 16 500 სწრაფი ტესტი და 30 სასუნთქი აპარატი გადასცა. გადაცემული სამედიცინო ატრიბუტიკის საბაზრო ღირებულება 300 000 ევროს აჭარბებს.
ეკლესიამ სამედიცნო აღჭურვილობა სამინისტროს 8 აპრილს გადასცა. მამა ნიკოდიმოს ფარმაკისის განცხადებით, ეკლესია გადაწყვეტილებაზე ერთხმად შეთანხმდა. მისი თქმით, ეკლესიის მიზანია მოიძიოს რესურსები და დაეხმაროს ბერძენ ხალხს პანდემიის პერიოდში.
ეს არ ყოფილა საბერძნეთის ეკლესიის ერთადერთი ინიციატივა ამ მიმართულებით. 8 აპრილს საბერძნეთის ეკლესიის მუდმივმოქმედმა სინოდმა ქვეყნის მასშტაბით უკლებლივ ყველა მიტროპოლიტს მოუწოდა, თავიანთი ხელფასის ნაწილი სპეციალურ ფონდში გადაერიცხათ, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლას მოხმარდება. ფონდში ამ დროისთვის უკვე 150 000 ევროს მოგროვება მოხერხდა.
წყარო: Orthodox Times
publika.ge
კომენტარები