მედიცინამსოფლიო

სამხრეთ კორეაში გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინეს

სამხრეთ კორეაში კოვიდ-19-ისგან გამოჯანმრთელებულ 91 პაციენტს კორონავირუსი ხელახლა დაუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, ჯერჯერობით გაურკვეველია, თუ რატომ დაუდგინდათ პაციენტებს კორონავირუსი მეორედ.

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, ჩონ ინ კიონის განცხადებით, შესაძლებელია, რომ პაციენტების ორგანიზმში ვირუსის ხელახლა აქტივაცია მოხდა და არა – მათი მეორედ ინფიცირება.

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტთა ნაწილი არ გამორიცხავს, რომ დაავადებამ შესაძლოა რეციდივი განიცადა ან არასწორი დიაგნოზი დასვეს, მცდარი ტესტების გამო.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close