ატომური კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) ასზე მეტი მკვლევარი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ინოვაციურ გზებს ეძებს.
ნაწილაკების ფიზიკის მსოფლიოს უდიდესი ლაბორატორიის მეცნიერები, ინჟინრები და ტექნიკოსები ცდილობენ შეავსონ ის კრიტიკული ნაპრალი, რაც პანდემიასთან საერთაშორისო ბრძოლის დროს გამოიკვეთა – ხელის სადეზინფექციო საშუალებების წარმოება-გავრცელება და რესპირატორების დამზადება.
„CERN-ის ერთ-ერთი უდიდესი შესაძლებლობაა კონტაქტები დაამყაროს ძალიან ბევრი სფეროს წარმომადგენელთან ძალიან ბევრ ადგილას“, – ამბობს ლაბორატორიის ნაწილაკების ფიზიკოსი და COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ბენიამინო დი ჯირომალო.
ჯგუფი მჭიდროდ მუშაობს ადგილობრივ სააგენტოებთან, ბიოსამედიცინო ექსპერტებთან და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, რათა მოხდეს CERN-ის რესურსების საუკეთესო მიმართულებით გამოყენება.
ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი პროექტია მაღალენერგიული ვენტილატორების დამზადება. გამომდინარე იქიდან, რომ დიდ ადრონულ კოლაიდერთან მომუშავე მკვლევრებს დიდი გამოცდილება აქვთ აირთა ნაკადებისა და საკონტროლო სისტემების მართვაში, დი ჯირომალო ამბობს, რომ ისინი ამ პროექტს წარმატებით განახორციელებენ.
კომენტარები