fbpx
შეუცნობელი

ათონის მთის უხუცესები კორონავირუსის შესახებ

ჩვენი სათანადო რეაქცია კორნავირუსის ხსენებაზე უნდა იყოს მონანიების ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“

კორონავირუსის დღევანდელი ეპიდემიის შესახებ იწინასწარმეტყველა უხუცესმა დიონისემ, რომელიც ათონის მთის ყველაზე აღიარებული სულიერი მოძღვარი ბრძანდებოდა, ისიქაზმის* „ძველი სკოლის“ ერთ-ერთი ბოლო საყრდენი. მამა დიონისეს „ათონის პატრიარქს“ უწოდებდნენ და მას მთელი მსოფლიოდან უამრავი ადამიანი სტუმრობდა.

უხუცესმა მარადისობაში 2004 წლის 11 მაისს, 95 წლის ასაკში გადააბიჯა. ამ 95 წლიდან მან მონასტერში 81 წელი გაატარა, მათ შორის, 78 წელი – ათონის მთაზე.

უხუცესი დიონისე ამბობდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ იქნება მსოფლიო ეპიდემია, მრავალი ადამიანი დაიტანჯება და უსაფრთხოდ მხოლოდ ისინი იქნებიან, ვინც ქრისტეს წმინდა საიდუმლოებებს ეზიარება.

ახლა, როდესაც კორონავირუსის ეპიდემია გავრცელდა, ათონის უხუცესები შემდეგს ამბობენ:

„არსებობს იმის 4 დონეზე გაგება, თუ რა ხდება. პირველი – სულიერი, მეორე – პოლიტიკური, მეორე – ეკონომიკური, ხოლო მეოთხე – ფიზიოლოგიური.

პირველი სულიერი გაგებაა. დაიშვა ხალხის დასჯა ამ ვირუსით გარყვნილებისა და უკუღმართობის გამო, ხოლო მათთვის, ვისაც ეს უშუალოდ არ ეხება – ჩუმი თანხმობის გამო. ეს ვირუსის სამიზნე აუდიტორიაა. გაგების ამ დონეზე მოვალენი ვართ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი გამოვასწოროთ (მარხვა, მონანიება და ლოცვა ღვთის მიმართ იმ იმედით, რომ უფალი ყოველთვის შეიწყალებს მონანიებულ სულს). ეს არის გზა შიშისა და რწმენის ნაკლებობის დასაძლევად. გაგების ასეთ დონეზე შიში არ არის.

გაგების მეორე დონე უფრო დაბალია – პოლიტიკური (ვირუსის პროვოცირება ხდება გლობალისტების მიერ, ადამიანთა რაოდენობის შემცირების მიზნით). ყველა ადამიანი მოულოდნელად ხაფანგში აღმოჩნდა. ეს არის პოლიტიკური შიში.

კიდევ უფრო დაბლაა გაგების მესამე დონე – ეკონომიკური (ფულს წაგვართმევენ, გაუქმდება ნაღდი ფული და ყველას  შიმშილი და ელექტრონული მონობა, ელექტრონული საბანკო საკონცენტრაცი ბანაკი გველოდება). ეს ეკონომიკური შიშია.

ხოლო მეოთხე დონე ყველაზე დაბალია – ფიზიოლოგიური (ვირუსი მომაკვდინებელია და ნებისმიერ ფასად უნდა გადარჩე). ეს ფიზიოლოგიური შიშია. ამ დონეზე, ფიზიოლოგიური შიში კლავს ადამიანებს, ყოველგვარი ვირუსის გარეშე ასუსტებს იმუნურ სისტემას. ასე რომ, იმისათვის, რომ სწორად გავიგოთ სიტუაცია, სწორი ორიენტირები მივიღოთ, საჭიროა ფიზიოლოგიური დონიდან სულიერამდე ამაღლება“.

მიმართვის დასასრულს უხუცესები აღნიშნავენ, რომ „სულიერ დონეს ახასიათებს როგორც  შიშის არარსებობა, ისე ორი სხვა თვისებაც – სიფრთხილე და ყურადღება … ჩვენი სათანადო რეაქცია კორნავირუსის ხსენებაზე უნდა იყოს მონანიების ლოცვა: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. აუცილებელია გულწრფელად ვთხოვოთ ღმერთს შენდობა აბნეული ცხოვრებისა და უქმად დაკარგული დროსთვის. „განსაცდელების ჟამი დადგა, მაგრამ მე ნამდვილი რწმენა ვერ მოვიპოვე. ზრახვებში ვიბნევი და შიშით ვცხოვრობ“.

სიფრთხილე და ყურადღება კი აი, რას ნიშნავს: თუ ასაკოვანი ბრძანდებით ან თუ თქვენი იმუნიტეტი დასუსტებულია, უმჯობესია არ გამოსცადოთ ღმერთი და არ გამოჩნდეთ ისეთ ადგილებში, სადაც ინფიცირების რისკია. ხოლო თუ საჭიროა ასეთ ადგილებში წასვლა, მაშინ ლოცვით და პირჯვრის გადაწერით, ღმერთზე დანდობით, შიშის გარეშე მივდივართ და ვაკეთებთ ყველაფერს, რაც გვჭირდება და არ დაგვავიწყდეს, მუდმივად შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ შიში დემონური სამყაროს ენერგიაა.

* ისიქაზმი, იგივე ისიხაზმი (ძვ. ბერძნ. ἡσυχία„სიმშვიდე, სიჩუმე, მარტოობა“) – მისტიკური ქრისტიანული მსოფლმხედველობა, სულიერი პრაქტიკის უძველესი ტრადიცია (ბერად დაყუდება), რომელიც ქმნის მართლმადიდებლური ასკეტიზმის საფუძველს.

თამარ ქავჟარაძე

წყარო

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close