მილანში მართლმსაჯულების სასახლეში (Palazzo di giustizia) დღეს ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მივიდა სახანძრო სამსახურის 18 ბრიგადა, აგრეთვე, კარაბინერები და ადგილობრივი პოლიცია. წინასწარი მონაცემებით, ცეცხლი გაჩნდა მე-7 სართულზე, სადაც საგამოძიებო მასალების არქივი იყო. კანცელარიის მასალები ცეცხლმა მთლიანად გაანადგურა, საბედნიეროდ, დაშავებულები არ არიან.
ამ დროისთვის მართლმსაჯულების სასახლის საქმიანობა კორონავირუსის ეპიდემიის გამო მინიმუმამდეა დაყვანილი და მხოლოდ ძირითადი მომსახურებები ხორციელდება.
ზიანი მიადგა შენობის ზედა 3 სართულს, ხანძრის გამო შენობის ინტერიერი ჭვარტლითაა დაფარული.
[arve url=”https://vs.ansa.it/sito/video_mp4_export/i20200328081012757.mp4″ /]
კომენტარები