მედიცინამსოფლიო

ტაილანდში კორონავირუსის დადგენის ახალი ტესტი შეიმუშავეს – შედეგი 30 წუთში

„ტაილანდელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს ახალი ექსპრესტესტი ახლი ტიპის კორონავირუსით – SARS-CoV2-ით ინფიცირების გამოსავლენად და მომავალ თვეში კლინიკური გამოკვლევების დაწყებას აპირებენ“, – წერს Bangkok Post-ი.

ვიდიასირიმედის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Vidyasirimedhi Institute of Science and Technology/VISTEC), სადაც ამ კვლევას აწარმოებდნენ, იუწყება, რომ ახალი ტესტი შედეგებს 30-45 წუთში იძლევა (შეგახსენებთ, რომ დღეისათვის კორონავირუსის დასადგენ ყველაზე სწრაფ ტესტს  4-6 საათი სჭირდება).

მოსალოდნელია, რომ ყოველდღიურად 4 ათასამდე ტესტის შედეგების დადგენა იქნება შესაძლებელი და თითოეული მათგანი დაახლოებით 15 დოლარი ეღირება. ეს იქნება ძალიან დიდი ნახტომი, რადგანაც ამჟამად კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ხერხი, რომლითაც ჩინეთმა ამ ეტაპზე ეს დაავადება დაამარცხა, არის „ტესტირება, ტესტირება, ტესტირება!“, რომლის მიზანია უსიმპტომო პაციენტების გამოვლენა დაავადების ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

  • კორონავირუსის ვაქცინის შესაქმნელად, სხვა ორგანიზაციების პარალელურად, გერმანული ბიოტექნოლოგიური კომპანია CureVac მუშაობს. ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაინი პროგნოზირებს, რომ ვაქცინა გამოსაყენებლად შემოდგომაზე იქნება მზად.
  • რობერტ კოხის ინსტიტუტში (გერმანია) განაცხადეს, რომ მსოფლიოში კოროვირუსული პანდემია შეიძლება ორი წლის განმავლობაში გაგრძელდეს, თუმცა ეს დამოკიდებული იქნება ვაქცინის შემუშავების სიჩქარეზე.

ინტერნეტმასალების მიხედვით მოამზადა თამარ ქავჟარაძემ

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close