მედიცინამსოფლიო

COVID-19, გრიპი თუ ალერგია?- მსოფლიოს უდიდესი კერძო კლინიკა ამოსაცნობ ცხრილს ავრცელებს

ახალი ტიპის კორონავირუსული დაავადება ადრეულ ეტაპზე ვლინდება ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა მაღალი ტემპერატურა, სისუსტე და მშრალი ხველება, განაცხადეს პანდემიის ეპიცენტრის – ქალაქ უჰანის საავადმყოფოს ექიმებმა ინფექციის ეპიდაფეთქების საწყის ეტაპზევე.

ამასთან, მძიმედ დაავადებულებს შესაძლოა უჭირდეთ სუნთქვა და ჰაერის უკმარისობაც დაემართოთ.

როგორც ინფექციონისტები ამბობენ, დაავადებულთა შორის არიან ისეთი პაციენტებიც, რომლებსაც სხეულის მაღალი ტემპერატურა თვალსაჩინოდ არ უვლინდებათ, იშვიათად ახველებენ მშრალად და არც სისუსტე აქვთ მკვეთრად გამოხატული. მედიკოსების თქმით, COVID-19-ის სიმპტომები გარკვეულწილად გრიპსაც ჩამოჰგავს და ალერგიასაც.

მოგვიანებით სინგაპურელმა მეცნიერებმა COVID-19-ის მანამდე უცნობი სიმპტომები გამოავლინეს და დაასკვნეს, რომ დაავადება დენგეს ცხელების ცრუ სურათს ქმნის. მათი თქმით, ინფიცირებულ პაციენტს შესაძლოა გაუჩნდეს სხვადასხვა სახის ქავილის გამომწვევი გამონაყარი და სიცხემ აუწიოს.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო სამედიცინო კვლევების ცენტრის Mayo Clinic-ის სპეციალისტებმა (აშშ), რომელთა სანდოობა ეჭვს არ იწვევს, ერთმანეთს შეადარეს გრიპის, ალერგიისა და COVID-19-ის სიმპტომები და სპეციალური ცხრილი შეადგინეს. ამით ისინი შეეცადნენ გაეადვილებინათ ადამიანებისთვის კორონავირუსით დაავადების მაჩვენებელი სიმპტომების ამოცნობა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრის ექიმები იქვე იძლევიან გაფრთხილებას, რომ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი ცხრილი, რომელიც ზუსტად დასვამს დიაგნოზს, ამიტომ მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი აუცილებლად უნდა მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას ტესტის ჩასატარებლად.

ამასთან, Mayo Clinic-ის ექსპერტები განმარტავენ, რომ ცხრილში მოცემულია მხოლოდ ზოგადი სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა პერიოდულად იცვლებოდეს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close