საბერძნეთისაზოგადოება

ათენის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსი დაფიქსირდა

დღეს ცნობილი გახდა, რომ ათენის საავადმყოფო „იპოკრატიოს“ ექიმს კორონავირუსი დაუდგინდა. ექიმი საავადმყოფოს ყელ-ყურ-ცხვირის კლინიკაში მუშაობდა. ამის შესახებ „პროტოთემა“ იუწყება.

საავადმყოფოს გადაწყვეტილებით, კლინიკაში კარანტინი დაწესდა, ხოლო მედპერსონალი, სულ 21 ადამიანი, სახლებში თვითიზოლაციის პირობებში დარჩება. ინსტრუქციის მიხედვით, მათი თვითიზოლაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

ამ დროისთვის საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების 352 შემთხვევაა დაფიქსირებული (მათ შორის, 139 – ათენში), გარდაიცვალა 4 ადამიანი, გამოჯანმრთელდა – 10.

საბერძნეთში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა თესალონიკში.

კორონავირუსისგან გამოწვეული პირველი ლეტალური შემთხვევა კი საბერძნეთში 12 მარტს დაფიქსირდა – პატრის საავადმყოფოში გარდაიცვალა 66 წლის მამაკაცი, რომელმაც ტურისტულ ჯგუფთან ერთად იმოგზაურა ისრაელში წმინდა ადგილების მოსალოცად. როგორც ცნობილია, ამ ჯგუფის 23 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

გიორგი ჯანელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close