ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 16-22 მარტი

16-დან 22 მარტამდე კლებადი მთვარის პერიოდია. ამ კვირის განმავლობაში ფრთხილად უნდა იყოთ ფულისა და დოკუმენტების მიმართ. ყველაფერი გადაამოწმეთ, გააანალიზეთ, რჩევა სთხოვეთ მცოდნე ადამიანებს. მეორე ნახევართან ურთიერთობისას კითხვები მეტი იქნება, ვიდრე პასუხები, მაგრამ ნერვიულობა ნაადრევია. დაუკვირდით პარტნიორის რეაქციას: ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენ არაფერი მოიმოქმედოთ და დაელოდოთ, რას ის რას გააკეთებს.

 

ვერძი

ამ დღეებში ბევრი რამ შეგაწუხებთ. შეეცადეთ წვრილმანებზე დიდად არ იდარდოთ, ყურადღება გაამახვილეთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე. ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ თქვენი გრძნობების შესახებ არ ისაუბროთ. ეს დღეები შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ საყვარელ ადამიანს უთხრათ: „მე შენ მიყვარხარ!“.

სასიკეთო დღეები: 17, 22.

არასასიკეთო დღე:  18

 

კურო

შეიძლება ოჯახში წარმოიშვას კონფლიქტები და თქვენ ორცეცხლშუა აღმოჩნდეთ. ნურავის მხარეს ნუ დაიჭერთ, უმჯობესია მშვიდობისმყოფლის როლი შეასრულოთ. ახლა მნიშვნელოვანია სტრესის თავიდან აცილება: მას შეუძლია დააზიანოს თქვენი ჯანმრთელობა. შაბათ-კვირა მშვიდად გაატარეთ: მაგალითად, შეგიძლიათ ქალაქგარეთ გასვლა.

სასიკეთო დღეები: 17, 20.

არასასიკეთო დღე: 16.

 

ტყუპი

ხელმძღვანელობას თქვენ მიმართ დიდი მოთხოვნები ექნება, შეეცადეთ თავი საუკეთესოდ წარუდგინოთ და თქვენი ძალისხმევა დაფასდება. უმჯობესია ახლა ოჯახთან ერთად დაისვენოთ, რომელსაც თქვენი ყურადღება აკლია. ამ დღეებში შემოქმედებით ადამიანებს შთაგონება ეწვევათ, ახალი იდეები გაუჩნდებათ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე: 17.

 

კირჩხიბი

ამ პერიოდში განსაკუთრებით მარტოხელა კირჩხიბებს გაუმართლებთ: მათთვის მეორე ნახევრის პოვნის შანსი ისე დიდია, როგორც არასდროს. მთავარია არ დააშინოთ იგი თქვენი ქმედებებით. მშობლები ფრთხილად უნდა იყვნენ შვილებთან ურთიერთობისას. ამ დღეებში თბილად მოეპყარით მათ და არა მკაცრად, რათა უკეთესად გაუგოთ ერთმანეთს.

სასიკეთო დღეები: 16, 20.

არასასიკეთო დღე:18.

 

ლომი

ეს კვირა დაძაბული იქნება როგორც სამსახურში, ისე სახლში, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ყველაფერს გაუმკლავდეთ! ძალების აღსადგენად შაბათ-კვირა ქალაქგარეთ გაატარეთ. კვირის პირველ ნახევარში თქვენი ფინანსური მდგომარეობა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ მეორე ნახევარში შემოსავლის ახალ წყაროებს ნახავთ.

სასიკეთო დღეები: 16, 22.

არასასიკეთო დღე: 19.

 

ქალწული

სახლში ნუ დაჯდებით, თუ საშუალება გაქვთ, ბუნებაში გადით. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა არის ის, რაც ახლა გჭირდებათ. ამ პერიოდში თქვენი ახლო მეგობარი შეიძლება ცუდად მოიქცეს. ეცადეთ ყველაფერი გაარკვიოთ, ნუ იჩქარებთ მასთან  ურთიერთობის დასრულებას.

სასიკეთო დღეები: 17, 21.

არასასიკეთო დღე: 16.

 

სასწორი

შეიძლება ხელსაყრელი სამუშაო შემოგთავაზონ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, დაფიქრდით: მზად ხართ ამ ცვლილებებისთვის?  თუ მზად ხართ, იმოქმედეთ! 22 მარტი შეიძლება განსაკუთრებული დღე იყოს თქვენთვის. ის დამუხტულია ახალი ნაცნობობით. უფროს თაობასთან ურთიერთობები შეიძლება დაიძაბოს.

სასიკეთო დღეები: 16, 20

არასასიკეთო დღე: 21.

 

მორიელი

თქვენი იმუნიტეტი დასუსტებულია, ამიტომ დაიწყეთ მისი გაძლიერება. მიუხედავად ამისა, თუ მაინც ავად გახდებით, დაავადებას ფეხზე ნუ გადაიტანთ! ზოგიერთი მორიელის ოჯახური ურთიერთობა შეიძლება გაიბზაროს. გადადგით პირველი ნაბიჯი, მეორე ნახევარი ამას დაგიფასებთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს კვებას, ზომაზე მეტს ნუ მიირთმევთ.

სასიკეთო დღეები: 16, 22.

არასასიკეთო დღე:  19.

 

მშვილდოსანი

ამ პერიოდის განმავლობაში რუტინული, ერთფეროვანი შრომა გელოდებათ, მაგრამ მალე მაინც შეძლებთ დასვენებას. ვარსკვლავები არ გირჩევენ, რომ ახლა კონფლიქტი გქონდეთ ხელმძღვანელობასთან. და კოლეგებთანააც უმჯობესია ახლოს იყოთ: ბევრ სიახლეს გაიგებთ.

სასიკეთო დღეები: 17, 22

არასასიკეთო დღე: 18.

 

თხის რქა

ჯობს მარტომ არ წამოიწყოთ სერიოზული პროექტები. შესანიშნავ შედეგს მოიტანს კოლექტიური მუშაობა, ამიტომ ეცადეთ ირგვლივ მყოფების მხარდაჭერა მოიპოვოთ. წარუმატებლობას შეხედეთ ფილოსოფიურად, ეს გამოცდილება დაგეხმარებათ იმში, რომ შეცდომები არ დაუშვათ. არსებობს დაავადების გამწვავების შესაძლებლობა.

სასიკეთო დღეები:16, 20.

არასასიკეთო დღე:  17.

 

მერწყული

კარგი დროა თვითგანათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სწავლის დასაწყებად იდეალური დღეა 16 მარტი. თქვენი შემოსავალი ახლა თქვენივე შრომისმოყვარეობაზე იქნება დამოკიდებული. არ იზარმაცებთ – სოლიდური თანხა გარანტირებული გაქვთ, მაგრამ დასვენება არ დაგავიწყდეთ!  22 მარტი სასიამოვნო კომპანიაში გაატარეთ.

სასიკეთო დღეები: 19, 22.

არასასიკეთო დღე:  20.

 

თევზები

ფინანსურად ძალიან პროდუქტიული კვირა გელით. შეგიძლიათ ფულის ინვესტიცია ისე, რომ შემოსავალი მოგიტანოთ. გამოიყენეთ ეს დრო ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, განსაკუთრებით სამსახურეობრივი თვალსაზრისით. ფიზიკური შრომა რეკომენდებული არ არის, სპორტდარბაზში  ვარჯიშიც დროებით გადადეთ.

სასიკეთო დღეები: 17, 21

არასასიკეთო დღე: 16.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close