მსოფლიომედიცინა

საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა

ვირუსით დაინფიცირდა ქვეყნის კულტურის მინისტრიც

საფრანგეთში კორონავირუსი პარლამენტის მეხუთე წევრს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ინფიცირებული საფრანგეთის ქვედა პალატის, ეროვნული ასამბლეის წევრი, 61 წლის მიშელ ვიქტორია.

„მე ჰოსპიტალიზებული ვარ არდეშის რაიონში. თავს ისე ვგრძნობ, როგორც გრიპის დროს“, – განაცხადა მან ფრანგულ მედიასთან კომენტარში.

მიშელ ვიქტორიმ გასული კვირის დიდი ნაწილი პარლამენტში დეპუტატებთან ერთად გაატარა.

ინფიცირებული სხვა ოთხი დეპუტატიც ეროვნული კრების წევრია.

1tv.ge

p. s. საფრანგეთის კულტურის მინისტრს ფრანკ რისტერს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინეს. ამის შსახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

მინისტრის აპარატის ინფორმაციით, იგი თავს კარგად გრძნობს და პარიზში თავის სახლში იმყოფება.

„დღეს მინისტრს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. მას შესაბამისი სიმპტომები ჰქონდა. მან გასულ კვირას რამდენიმე დღე პარლამენტში გაატარა, სადაც კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის საფრანგეთში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 1209 შემთხვევაა დადასტურებული, 19 პაციეტი გარდაიცვალა, 12 – გამოჯანმრთელდა. ქვეყნის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რამდენიმე დღი წინ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის ეპიდემიის ზღურბლზეა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close