საბერძნეთისაზოგადოება
საბერძნეთი: ევროსის მცხოვრებლებმა ადამიანურობის და სოლიდარობის მაგალითი გვიჩვენეს (ვიდეო)
ადგილობრივებმა ცეცხლი დაანთეს, რათა დევნილების მშიერი ბავშვებისთვის რძე გაეთბოთ და დაეპურებინათ
ევროსის ზონის ადგილობრივი მცხოვრებლები, დიდი თუ პატარა, მთელი ძალებით ცდილობენ მხარში ამოუდგნენ საბერძნეთის შეიარაღებულ ძალებს და დაიცვან ქვეყნის საზღვარი.
ამასთან ერთად, გულთბილ ბერძნებს არ შეუძლიათ გულგრილად უყურონ დევნილების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების ტანჯვას და საცოდაობას, თანაგრძნობას გამოხატავენ ადამიანების მიმართ, რომელთა ბედიც პოლიტიკოსების ხელში სათამაშოდ იქცა.
ამ გულითადობის თვალსაჩინო მაგალითია ფერესის მცხოვრებლების საქციელი, რომლებმაც დახმარების ხელი გაუწოდეს მიგრანტებს – მათ ცეცხლი დაანთეს და რძე გაათბეს, რომ დევნილებს თავიანთი მშიერი ბავშვები დაეპურებინათ.
კომენტარები