ისტორიასაქართველო

„კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ბოლომდე ამოვიცნოთ ხვამლის მთის საიდუმლო“ – სალომე ზურაბიშვილი

„ქართლის ცხოვრების“ თანახმად, აქ იყო გადამალული სამეფო საგანძური, ასევე ვახუშტის წყაროც გვაუწყებს იმ ამბავს, რომ აქ განძი და ძვირფასეულობა იყო გადამალული...(ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში ალბომის „ხვამლი მრავალვარსკვლავი“ პრეზენტაციას უმასპინძლა.

პრეზიდენტმა ალბომს მნიშვნელოვანი და საინტერესო უწოდა და აღნიშნა, რომ მას ქვეყნისათვის ისტორიულ-მითოლოგიური კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ხვამლის ირგვლივ თავს იყრის ჩვენი ისტორიისა და მითოლოგიის დიდი ნაწილი. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს იმ ადამიანებმა, რომლებმაც წამოიწყეს ეს საქმე, მაგრამ დღეს ჩვენს გვერდით აღარ არიან: არქეოლოგი გურამ გაბიძაშვილი და იოსებ ბანძელაძე. ეს არის მართლაც საზოგადოებიდან წამოსული ინიციატივა და ამითაც არის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ ბოლომდე ამოვიცნოთ ხვამლის მთისა და მისი საგანძურების საიდუმლოებები.

სალომე ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა წიგნის შემქმნელებს და აღნიშნა, რომ ეს ეროვნული საქმეა და სახელმწიფოს მხრიდან დაფასებული უნდა იყოს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close