ქართველები უცხოეთშილიტერატურა/წიგნები

მწერალი ნინო ხარატიშვილი ბუკერის პრემიაზეა წარდგენილი

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერლის ნაწარმოები 124-ს წიგნს შორის აარჩიეს

ბუკერის საერთაშორისო პრემიის ნომინანტების სიაში (LONGLIST) ქართველი მწერალი მოხვდა. ინფორმაცია პრემიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გერმანიაში მოღვაწე ქართველი მწერალი ნინო ხარატიშვილი ყველაზე პრესტიჟულ ლიტერატურულ ჯილდოზე წარდგენილია წიგნით „მერვე სიცოცხლე“. მის გარდა წლის საუკეთესო წიგნის კატეგორიაში კიდევ 12 ავტორია წარდგენილი. მათი ნაწარმოებები ჟიურის წევრებმა 124 წიგნს შორის აარჩიეს.

ჯილდო ყოველწლიურად ენიჭება ინგლისურ ენაზე ნათარგმნ და დიდი ბრიტანეთსა ან ირლანდიაში გამოქვეყნებულ წიგნებს. გამარჯვებულ ავტორს და მისი წიგნის მთარგმნელს, ორივეს ერთად, 50 000 გირვანქა სტრელინგის ოდენობის ჯილდოს გადასცემენ.

ნომინანტთა მოკლე სია 2 აპრილს ლონდონში დასახელდება.

წყარო: imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close