საქართველოკრიმინალი

ცხედარი სარდაფში დამალა და ორი დღე „ეძებდა“ – მოზარდის მიერ მამის მკვლელობის დეტალები

საჩხერეში, სოფელ ჭალაში 17 წლის ბიჭ­ის მიერ მამის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, შვილმა მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა, ამის მერე მისი ცხედარი სახლის ეზოში მდებარე საწყობის სარდაფში გადამალა, რამდენიმე საათის მერე კი მამამისის „მოძებნა“ ოჯახის სხვა წევრებსა და მეზობლებთან ერთად დაიწყო.

როგორც სოფლის მცხოვრებლები აცხადებენ, შვილი მოკლულ მამას „ორი დღე ეძებდა“.

მოზარდის ბებიის თქმით, მისმა შვილიშვილმა მამაზე შენიშვნის გამო იძია შური: „ობლობაში გაზრდილები არიან, მამა თან ჰყვებოდათ. ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია. ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა. გაათრია და სარდაფში ლეიბით დამალა. წავიდა საძებნად, ვითომ არ იცოდა სად იყო. სიმწრით გაზარდა ჩემმა შვილმა ბავშვები, დედა არ ჰყავდათ და ეცოდებოდა“.

პოლიციამ საჩხერეში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებული არასრულწლოვანი საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს.და­კა­ვე­ბუ­ლი და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს. დანაშაული 13-იდან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close