fbpx
მოგზაურობამსოფლიო

ამსტერდამის მერი ტურისტებისთვის მარიხუანას მიყიდვის აკრძალვას ითხოვს

ამსტერდამის მერი ტურისტებისთვის მარიხუანას მიყიდვის აკრძალვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

ამსტერდამის მერის ფემკე ჰალსემის თქმით, მარიხუანას გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესებით ქალაქის ცენტრალურ უბნებში ტურისტების დიდი რაოდენობა შემცირდება.

ამის დასტურად ქალაქის მერმა წარადგინა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ამსტერდამის კოფიშოპებში მარიხუანას გაყიდვაზე აკრძალვის დაწესების შემთხვევაში ტურისტები ქალაქს მეორედ აღარ ესტუმრებიან.

გამოკითხვის მონაწილე ტურისტების 34 პროცენტი აცხადებს, რომ თუ ის მარიხუანას მაღაზიაში შეძენას ვერ შეძლებს, ამსტერდამს ხშირად არ ესტუმრება, ხოლო 11 პროცენტი კი საერთოდ აღარ დაბრუნდება ქალაქში.

ამასთან, გამოკითხულთა 22 პროცენტი ამბობს, რომ ტურისტებისთვის აკრძალვის დაწესების შემთხვევაში მარიხუანას ყიდვას სხვა პირს სთხოვდა, ხოლო 18 პროცენტი ნარკოტიკების შეძენის სხვა გზას მიმართავდა.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის მონაწილე ბრიტანელი ტურისტების 44 პროცენტი და გერმანელების 50 პროცენტი აცხადებს, რომ მარიხუანას გაყიდვაზე შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ამსტერდამს არასდროს ესტუმრებოდა.

გამოკითხვაში 18-იდან 35-წლამდე ტურისტები მონაწილეობდნენ. მათ უმრავლესობა 57 პროცენტი ამბობს, რომ ამსტერდამში ჩასვლის მთავარი მიზანი კოფიშოპების სტუმრობაა.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close