fbpx
მოგზაურობამსოფლიოსაქართველო

CNN: 10 საოცნებო ადგილი საქართველოში

ბენჯამინ კემპერის სტატიაში, რომელიც CNN-ის ვებგვერდზე 31 იანვარს გამოქვეყნდა, საქართველოში ტურისტული პოტენციალით გამორჩეული და განსაკუთრებული ისტორიის მქონე 10 ადგილი მოხვდა, რომელთაც ავტორი „საოცნებოს“ უწოდებს და მკითხველს მათ მონახულებას ურჩევს. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას, CNN-ის ტელევიზიასა და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.

ჩამონათვალი მუცოთი იწყება.

 

მუცო

გამაგრებული ქალაქი ჩეჩნეთის საზღვართან, რომელიც 3 კლდეზეა შეფენილი. 2019 წელს მუცომ კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროპის ყველაზე სასურველი ჯილდო The Europa Nostra Award-ი მიიღო.

უშგული

„უშგულში, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დასახლებული პუნქტია, სადავოა, რა უფრო განსაცვიფრებელია: იუნესკო-ს სიაში დაცული ათობით სათვალთვალო კოშკი, რომელთა ასაკიც ათას წელს აღემატება, თუ მისი შესანიშნავი მდებარეობა მთიან მყინვარ შხარას ფონზე“, – წერია სტატიაში.

ვარძია

ქალაქი გამოქვაბული, რომელიც მე-12 საუკუნით თარიღდება და კლდეში ნაკვეთ ცხრასართულიან კომპლექსს წარმოადგენს.

ანანური

მე-12 საუკუნის სათვალთვალო კოშკი და მე-17 საუკუნის ორი ეკლესია, წარმართული მოტივებით,  დროს უძლებს.

გომისმთა

გომისმთა გურიის მთებში მდებარეობს. ავტორი ამბობს, რომ გომისმთა მესტიის, ბორჯომისა და სტეფანწმინდისგან განსხვავებით ნაკლებად ცნობილია, თუმცა გასაოცარი და დაუვიწყარი სილამაზით გამოირჩევა.

დართლო

დაცარიელებულ სოფელ დართლოში, რომელიც თუშეთის ნაწილია, ქვის კოშკების ნახვაა შესაძლებელი.

გელათის მონასტერი

იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში შესული მონასტერი მეფე დავით IV-მ 1106 წელს დააფუძნა. ტაძარს მე-12 საუკუნის მოზაიკა გამოარჩევს, რომელზეც 3 მილიონი ფრაგმენტისგან შექმნილია ღვთისმშობლის და ყრმა იესოს გამოსახულება მთავარანგელოზების გარემოცვაში.

გერგეტის წმინდა სამება 

ძნელი დასაჯერებელია, რომ მე-14 საუკუნეში გლეხებმა მის ასაშენებლად ასეთი მასიური ქვების ამ სიმაღლეზე ამოტანა შეძლეს. გამორჩეულია კონუსური გუმბათითა და ცალკე მდგომი სამრეკლოთი.

სიღნაღი

სტატიაში სიღნაღი იმ ადგილად მოიაზრება, სადაც ქართული ღვინო აუცილებლად უნდა დააგემოვნოს მოგზაურმა.

ბოლოს კი ავტორი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსით ასრულებს თხრობას, რომელიც აქაურობის სტუმარს მეექვსე საუკუნეში ამოგზაურებს.

დავით გარეჯა

„კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი მე-6 საუკუნეში დაგაბრუნებთ, როდესაც წმინდა ასურელმა მამა დავითმა სამონასტრო კომპლექსი დააფუძნა. შუასაუკუნეებში აქ ექვსი ათასამდე ბერი ცხოვრობდა, ვიდრე მას შაჰ აბასი დაარბევდა“, – წერია სტატიაში.

მოამზადა მანანა ბანძელაძემ

წყარო: ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის FB გვერდი

კომენტარები
მეტი

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close